Le Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO]

AutoSharing Option
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ის საიტმა „რენთან“ მატჩის 63-ე წუთზე გადაღებული ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრები აღაფრთოვანა და ეს სიგიჟე იყო.

აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ბრეტონულ ცაში გაფრინდა, ბურთი მაღალ სიმაღლეზე დაიმორჩილა, სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ბუნდესლიგის ლოგოს ჰგავს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია.

Sportall.Ge

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხვიჩამ „ლივერპულს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა ფანებს უკვე შეაყვარა თავი. ფოტო ლიგა 1-ის საიტზე წარწერით გამოქვეყნდა: „კვარას“ ყველაზე საკულტო
სურათი“.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პარიზელ გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარულია.

altლუის ენრიკე: მოგატყუეთ - "კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს

მკითხველის კომენტარები / 15 /
აქ მინუსის დამწერს ...
"არ განიკითხო"-ო, თანაც დიდ მარხვაა და მხოლოდ, "(მო)ვიკითხავ": რატომ შე ... , რატომ ?!
----------
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს !
არა და
19:02 09-03-2025
6
ულამაზესი სურათია. ულამაზესი ქმედებაა უმაღლესი კლასის ფეხბურთელის, და რამხელა სიამაყე გეუფლება ადამიანს, რომ ამას და ასეთ ეფექტურ ქმედებებს ჩვენი ბიჭი, ჩვენი ქართველი აკეთებს. რაც დრო გადის, უფრო თავდაჯერებული ხდება... მოუთმენლად ველოდები ხვიჩას ფანტასიურ თამაშს ლივერპულში და მერე რაც მთავარია, ჩვენს ნაკრებში...
მერაბი-1960
20:14 09-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული