ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილა მის "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

ჩვენებურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მომავალზე არ ფიქრობს, მხოლოდ აწყმოზეა კონცენტრირებული და ვალენსიურ გუნდში ბედნიერია.

"ჩემი მომავალი? - მშვიდად ვარ და აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ აწყმოზე უნდა იყო კონცეტრირებული, რადგან თუ მომავალზე იფიქრებ, ამ პერიოდს დაკარგავ.

ბევრი სიახლე იქნება ჩემი ყველა თანაგუნდელისთვის, რადგან ყველა კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ფოკუსირება მოახდინოთ აწმყოზე. მე აქ ვარ და ყველაფერს გავცემ ჩემი გუნდის წარმატებისთვის",
- ციტირებს ქოჩორაშვილს bolanarede.pt.
მკითხველის კომენტარები / 10 /
დაკვირვებული ვარ,ნაცებს და ენჯეოშნიკებს თუ ვინმემ მხარი დაუჭირა ქებით ცაში აყავთ კომენტარებში,თუ არადა სულ რუსის მონას ეძახიან. ზოგადად ქოჩორა კარგი ბიჭია,იმედია ლევანტე გადავა უმაღლეს ლიგაში და გიორგი არ წავა ამის გამო სპორტინგში.
ლალიგა ბევრად უკეთესია.
Რერო
23:49 11-03-2025
17
მიყვარს ქოჩორა. ❤️ მთელ ჯიგარს დებს ნაკრებში. ძალინ მინდა ლა ლიგაში ვიხილო და ლევანტე შორს არაა ლა ლიგასთან. რა უნდა პორტუგალიაში თუ ლა ლიგა დადო? წარმატება ქოჩორას.
G.LA
20:36 11-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული