ლუის ენრიკე: ეს მხოლოდ დასაწყისია - ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის გამო გავაკეთე

AutoSharing Option
„ლივერპულის“ სტუმრად დამარცხების და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:

„მომხდარის გაანალიზება მიჭირს, რადგან ჯერ კიდევ ემოციებში ვიმყოფები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. დღეს, ჩვენს 3 ათას გულშემატკივართან ერთად, რომლებიც „ენფილდზე“ იყვნენ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვებით ამაყები ვართ. მინდა დონარუმა გამოვყო. ეს მხოლოდ დასაწყისია! ჩენი მენტალობა იმაში მდგომარეობს, რომ უკეთესი გავხდეთ. ძალიან რთული თამაში იყო, ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. ეს გამარჯვება ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვისაა.

ახლა აღდგენაზე და
მოგების აღნიშვნაზე უნდა ვიფიქროთ. ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად სტადიონზე ატმოსფეროსი, ფეხბურთის თამაში გვიყვარს. გმირობა? ჟურნალისტების საქმეში არ ვერევი, ამას რაც გინდათ, ის დაარქვით. მოგება პროგრესირებაში დაგვეხმარება. შესანიშნავ ფორმაში ვართ. ვართ თუ არა ფავორიტები? ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც მეოთხედფინალში გასულ დანარჩენ შვიდ გუნდს. გასახდელში ზეიმი გვქონდა, თუმცა გვესმის, ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია.

რამუში პენალტის დასარტყმელად შევუშვი? ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის და სხვა ასპექტების გათვალისწინებით გავაკეთე".

მკითხველის კომენტარები / 25 /
ყველას გილოცავთ. ხვიჩა ძალიან მაგარი ბიჭი გვყავხარ. ასე გააგრძელე ფინალი უნდა ითამაშოთ.
პ.ს. ახლა იმ ხალხის სახე მაინტერესებს ვინც იძახდა საფრანგეთში რა უნდა? სოფლის ლიგაში რატომ წავიდაო?
სად ხართ გამოჩნდით აბა. ახლა ხვიჩა ზუსტად იქაა სადაც უნდა იყოს.
რომან ბეჟანიძე
09:39 12-03-2025
1
ვულოცავ ჩვენ საამაყო ბიჭს შემდეგ ეტაპზე გასვლას. დიდი წვლილი შეიტანა კვარამ ამ გამარჯვებაში. ლივერპულმა თამაშის დებიუტში პრესინგი და მაგარი ტემპით დაიწყო, მაგრამ ლუის ენრიკემ ძალიან ჭკვიანურად გაანაწილა ძალები, რაშიც ძლიერი სათადარიგო და გრძელი სკამი შველის. მგლებივით შემოვიდნენ და ბოლმდე დომინირებდენ თამაშს სათადარიგოები. მთელი გუნდის დამსახურებაა ეს წარმატება. ბარკოლას გამოცდილება აკლია ამ დონეზე. ხვიჩა უფრო ძლიერია და გუნდისთვის უფრო სასარგებლო ასეთ თანაბარ თამაშში ! წინ და წინ ჩვენო არწივო !!!
ანაგელი
11:26 12-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული