This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მასპინძელები პირველ ტაიმში მარვინ პირინგერმა დააწინაურა, მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. შემდეგ სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა ბოლოს ზივზივაძის პასით სერლორდ კონტემ გაიტანა და „ჰაიდენჰაიმმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 9.2, sofascore 9.0, flashscore 8.4.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 მარტს „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - ჰოლშტაინი 3:1
გოლები: 1:0 პირინგერი (33), 2:0 ზივზივაძე (47), 2:1 ჰარესი (87), 3:1 კონტე (90+3)