
შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე, შეკრების პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი მიქაუტაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას, ნიკა კვეკვესკირს, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს, ოთარ კიტეიშვილს, შოთა ნონიკაშვილს, გიორგი გოჩოლეიშვილს და გიორგი წიტაიშვილს. ნაკრები სრული შემადგენლობით თბილისში 18 მარტს შეიკრიბება.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
19 მარტის განრიგი | ერევანი, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონი
17:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:00 - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში
nakrebi.ge