"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.
ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...
მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.
თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.