"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამსტერდამის "აიაქსმა" რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მეციდან" საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეიძინა.

ნიდერლანდურმა გუნდმა სოციალურ ქსელში ჩვენებურის წარდგენის ვიდეოც გაავრცელა, რასაც ასეთი წარწერა დაურთო - "ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი".

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი "აიაქსში" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, რასაც 3 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

მიქაუტაძე გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც ამსტერდამული გრანდის მაისურს მოირგებს.  ის ნიდერლანდურ გუნდში მე-19 ნომრით იასპარეზებს.

altოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქინქი აიაქსში ყოფნის დროს უკვე მაგრად იყო ავად ვარსკვლავური დაავადებით ამიტომაც არავის ახსოვს.რაც შეეხება შოთას იგი ყველგან უყვართ სადაც კი უთამაშია იმიტომ რომ მაგარი კაცია
ამაშია საქმე
21:01 30-08-2023
1
ჩვენს ჟორჟიკას, წარმატებები!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული