ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ყირგიზეთს ახალი წესდების მიღებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტად ჯანი ინფანტინოს არჩევის შემდეგ, ამ ორგანიზაციის მთავარ ოფისში დიდი რეფორმები დაიწყო.

მისი მიზანია, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია გამჭვირვალე გახდეს და ცნობილი სკანდალების შემდეგ ფიფას სახელშელახული იმიჯი რადიკალურად გაუმჯობესდეს.

ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, ორგანიზაციაში გაწევრიანებული ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წესდება ფიფას ანალოგიურ დოკუმენტთან შესაბამისობაში მოვიდეს.

ამ რეფორმის გატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ფიფას წევრ ბევრ ორგანიზაციაში ფორმალური სუბიექტები იყვნენ გაწევრიანებულები, რომელთა დანიშნულებაც არჩევნებში მმართველი ჯგუფის მხარდაჭერა იყო, რეალურად კი არაფერს აკეთებდნენ.

ამ რეფორმის გზას ერთ-ერთი პირველი დაადგა ყირგიზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ახალ
წესდებას 2017 წლის სექტემბერში დაამტკიცებს. ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ აზიელებს ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს - ეროვნული ასოციაციების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

ახალკაცი-უმცროსი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკს სწორედ ამ სტატუსით ეწვია და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას წესდებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით დაეხმარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული