მესის ძუნწი სტუმრები: 260-მა სტუმარმა ქველმოქმედებისთვის მხოლოდ 9,5 ათასი ევრო შეაგროვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც 30 ივნისს ქალაქ როსარიოში იქორწინა ანტონელა როკუცოზე, საქორწინო ცერემონიაზე დაპატიჟებულ სტუმრებს წინასწარ სთხოვა - საჩუქრების ნაცვლად, გარკვეული თანხა გადაერიცხათ ღარიბ ბავშვთა დახმარების ფონდში.

როგორც გაზეთ Marca-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, თითქმის 260-მა სტუმარმა, რომელთა შორის იყვნენ ფეხბურთის ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები და მილიონერები, ჯამში ლიონელ მესის ფონდის ანგარიშზე 9.5 ათასი ევრო გადარიცხა.

"ეს თანხა კიდევ უფრო სასაცილო ჩანს იმის ფონზე, რომ მესის თანაგუნდელმა ხერარდ პიკემ საკუთარი ქორწილის დღეს კაზინოში 11 ათასი ევრო დატოვა", - წერს ესპანური გაზეთი.

იმასაც
იტყობინებიან, რომ მესი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მისი სტუმრების მიერ შეწირული თანხის ზუსტი ოდენობა გასაჯაროვდა.

"ესენი ნამდვილი მდიდარი ვირთხები არიან. მათ შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეღოთ ღარიბი ბავშვებისთვის", - აღნიშნა ცნობილმა ესპანელმა წამყვანმა ალეხანდრო ფანტინომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები ალეხანდროს, რა სამწუხაროა, რომ ქართველი მდიდრების 90%-იც ეგეთია
llcl
14:50 04-08-2017
0
თუ ეს მართალია, ძალიან ამაზრზენია და უფრო მეტად დამაფიქრებელი.
sake
18:08 04-08-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული