ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

AutoSharing Option
განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარი ვალის გასტუმრება მოახერხა და დარჩენილ 9 მილიონ ლარსაც ეტაპობრივად გავისტუმრებთ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას 17 მილიონი ლარი ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის სახით.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რათა არსებული რესურსი სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით გამოიყენოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კუთხით სხვადასხვა მიმართულება
განიხილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა.

"მოყვარულთა ლიგის ხარჯზე, ბოლო წელიწადში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა. აღნიშნულ მოყვარულთა ლიგაში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი გუნდი; ასევე, ფეხბურთელთა რაოდენობის ზრდა მოხდა ფუტსალისა და ქალთა ფეხბურთის განვითარების ხარჯზე", - განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგების გამო, მისაღებია და მიზანი უნდა იყოს სამომავლოდ, რომ აღნიშნული გამოსწორდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გაწერილი საკითხები; ასევე, დელეგატებმა მოისმინეს პრეზიდენტის მოხსენება. ყრილობას დაესწრნენ უეფასა და ფიფას სპეციალური წარმომადგენლები.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
სფფ გვაბოლებს ასე მგონია, თქვენ ოჯახაშენებულებო , უფრო მგონია თქვენს სესხებს ისტუმრებთ ვიდრე სამომავლოდ იფიქროთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, ან სფფ დაყ....ა ან ამათი შემხედვარე ჩვენ........თუმცა კახა ცხადაძეს გაშვების შემდეგ, სფფ ს ამ შემადგენლობიდან სხვა არც იყო მოსალოდნედლი, ყვლიფეთ ფულები სანამ ყველის პატრონი მოგაკიხავთ?!!!
girgolii
12 აგვისტო 2017 15:31
0
ხალხო ამათ არაფერი ეშველებათ,ფულის კეთებაზე გადავიდნენ ესენიც!ბავშვთა ფეხბურთში არაფერი შეცვლილა,პირიქით გაძვირდა კიდეც გადასახადი.საერთოდ არაფერს აკეთებენ იმისთვის ,რომ ფეხბურთელები გაზარდონ და ქვეყნის ნაკრები ძლიერი გვყავდეს 10წელიწადში მაინც.ესე ერთ წრეზე ტრიალით საბოლოოდ დასამარდება ქართული ფეხბურთი.მე მოგიწოდებთ ვისაც გიყვართ ფეხბურთი ,შევიკრიბოთ ფედერაციასთან და მოვთხოვოთ ფედერაციას მიხედოს ბავშვთა ფეხბურთს.მოაშოროს გადასახადი და კორუმპირებული მწვრთნელები თავისი ზბორის თემებით და ათასი ფულის საკეთებელი სისტემებით!ნუთუ ათასი კაცი არ მოიძებნება რო გამოვიდეს და გააპროტესტოს მაინც ამათი ეს თავგასულობა.გამოვფხიზლდეთ!!!
ზვიად
12 აგვისტო 2017 10:12
0
გამოიზიეტ და დააბრუნებინეტ ეს მილიონები ან ხალხს მაინც უტხარიტ მატი გვარ სახელები ჯადოქარი ხო არ იყო რო გაქრა.ეს გამოდის გვაბოლებ ბატონო კობი.ის გვიტხარი საქმე არის ქემაინც აგზრული.
bajo
11 აგვისტო 2017 22:46
0
ჩვენს გულს ვასკდებით,ვინ რას გვიპასუხებს ან როდის უპასუხიათ,ასე გაგძელდება მუდამ და ფეხბურთი დასამარდება საბოლოოდ.
zuba
11 აგვისტო 2017 20:17
0
დეჟავიუ მაქვს ეტყობა, წინა პრეზიდენტიც იგივეს ბაზრობდა ვალებს ვისტუმრებ წინასასო, ახლა ეს ლაპარაკობს იგივეს, მაგრამ ორივეს შემთXვევაში ფეხბურთი იყო მკვდარზე ვენოკი!!! ნუ გვაბოლებთ რა თქვენი ჭირიმე არაფრის გამკეთებლები ხართ ყველა წინაც და ახალიც
გოგი
11 აგვისტო 2017 17:34
1
დომენტი სიჭინავა ამბობდა ვალები დამხვდა და გავისტუმრეო, ეხლაც ვალები ყოფილა. ბოლო-ბოლო ვინ დააგროვა და საიდან ეს ვალები. ან რით ისტუმრებენ...
gela
11 აგვისტო 2017 17:26
0
იგივე კითხვა მაქვს:
1.თუ ვალებს ისტუმრებთ, მაშინ ისიც გვითხარით, გასტუმრებული ვალები რით გადაიხადეთ დ დარჩენილს რის ხარჯზე გადაიხდით?
2. თქვენი მოსვლის შემდეგ ვალების არსებობა აუდიტით დაადგინეთ?
3. არჩევნების დროს არ იცოდით, რომ ფედერაციას ვალები ჰქონდა?
4.თუ იცოდით, ან მერე დაადგინეთ ვალების არსებობა, მაშინ ისიც გეცოდინებათ საიდან გაჩნდა ამდენი ვალი, რის საფუძველზე?
5. იმ ხალხს არაფერი არ უნდა მოეთხოვოს ვინც ვალები დააგროვა?
6. გამოაქვეყნეთ ვისი ეს საშინაო და საგარეო ვალები?
მერაბი
11 აგვისტო 2017 15:36
0
მაინც სულ ერთ წრეზე იტრიალებთ.
soso
11 აგვისტო 2017 15:16
0
ღრმადპატივცემულებო, რით ისტუმრებთ ვალებს, რას აძლევთ?! აბა სტადიონებზე ხალხი არ დადის, ანდა რისთვის იაროს, ასეთი გაუბედურებული ფეხბურთი როგორც ეს კობიაშვილის და მისი ძმის მუჯირის ხელშია საქართველოს ჯერ არ ახსოვს... ჰოდა ვუბრუნდები კითხვას - რას აძლევთ, რით იხდით ვალს?! 8 მილიონი სახუმარო თანხა არ არის... ჰო, მართლა, საქართველოს ჩემპიონ "სამტრედიას" გაუფრთხილდით არსად დაგეკარგჰოთ...რა უქნეს მაგ უბედურებს "კარაბახელმა ვირებმა"? დაფლითეს... ჰა!ჰა!ჰა!
რონალდუ
11 აგვისტო 2017 14:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული