ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

AutoSharing Option
განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარი ვალის გასტუმრება მოახერხა და დარჩენილ 9 მილიონ ლარსაც ეტაპობრივად გავისტუმრებთ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას 17 მილიონი ლარი ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის სახით.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რათა არსებული რესურსი სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით გამოიყენოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კუთხით სხვადასხვა მიმართულება
განიხილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა.

"მოყვარულთა ლიგის ხარჯზე, ბოლო წელიწადში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა. აღნიშნულ მოყვარულთა ლიგაში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი გუნდი; ასევე, ფეხბურთელთა რაოდენობის ზრდა მოხდა ფუტსალისა და ქალთა ფეხბურთის განვითარების ხარჯზე", - განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგების გამო, მისაღებია და მიზანი უნდა იყოს სამომავლოდ, რომ აღნიშნული გამოსწორდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გაწერილი საკითხები; ასევე, დელეგატებმა მოისმინეს პრეზიდენტის მოხსენება. ყრილობას დაესწრნენ უეფასა და ფიფას სპეციალური წარმომადგენლები.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
სფფ გვაბოლებს ასე მგონია, თქვენ ოჯახაშენებულებო , უფრო მგონია თქვენს სესხებს ისტუმრებთ ვიდრე სამომავლოდ იფიქროთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, ან სფფ დაყ....ა ან ამათი შემხედვარე ჩვენ........თუმცა კახა ცხადაძეს გაშვების შემდეგ, სფფ ს ამ შემადგენლობიდან სხვა არც იყო მოსალოდნედლი, ყვლიფეთ ფულები სანამ ყველის პატრონი მოგაკიხავთ?!!!
girgolii
15:31 12-08-2017
0
ხალხო ამათ არაფერი ეშველებათ,ფულის კეთებაზე გადავიდნენ ესენიც!ბავშვთა ფეხბურთში არაფერი შეცვლილა,პირიქით გაძვირდა კიდეც გადასახადი.საერთოდ არაფერს აკეთებენ იმისთვის ,რომ ფეხბურთელები გაზარდონ და ქვეყნის ნაკრები ძლიერი გვყავდეს 10წელიწადში მაინც.ესე ერთ წრეზე ტრიალით საბოლოოდ დასამარდება ქართული ფეხბურთი.მე მოგიწოდებთ ვისაც გიყვართ ფეხბურთი ,შევიკრიბოთ ფედერაციასთან და მოვთხოვოთ ფედერაციას მიხედოს ბავშვთა ფეხბურთს.მოაშოროს გადასახადი და კორუმპირებული მწვრთნელები თავისი ზბორის თემებით და ათასი ფულის საკეთებელი სისტემებით!ნუთუ ათასი კაცი არ მოიძებნება რო გამოვიდეს და გააპროტესტოს მაინც ამათი ეს თავგასულობა.გამოვფხიზლდეთ!!!
ზვიად
10:12 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული