პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება, განათების სისტემის მონტაჟი, საფეხბურთო მოედანზე უკვე გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, ხოლო საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის თანახმად, ცენტრალურ არენასთან ერთად, სათადარიგო სტადიონის მშენებლობაც არის გათვალისწინებული. მთავარი არენის ტრიბუნები 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს, სათადარიგო კი - 1224-ს. პირველ მათგანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.
სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. პროექტის საერთო
სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მხარის გუბერნატორ ლევან შონიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მოკლედ, მალე საქართველოს ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რაც ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრებას, ალბათ, გამოაცოცხლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"