კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი ლისის ტბაზე სტადიონს აშენებს

AutoSharing Option
"თემურ ბაბლუანი ხომ მაგრად მიყვარდა და ახლა საერთოდ გადავირიე - ლისის ტბასთან გაპარტახებულ ადგილზე საფეხბურთო სტადიონს აკეთებს!" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა.

დავინტერესდით და საინტერესო ამბავი გავიგეთ: ცნობილი რეჟისორი სტანდარტულ სტადიონს აშენებს:

"ბატონი თემური ლისის ტბასთან, ფრანგებთან ერთად, კინოხელოვნების აკადემიას აფუძნებს. ამ პროექტის ფარგლებში კი, სტადიონის მოწყობა გადაწყვიტა, რადგან 500-600 სტუდენტი ისწავლის და სპორტში ჩართულები უნდა იყვნენ.

რაც მთავარია, ეს იქნება სტანდარტული სტადიონი, რომლის ტრიბუნები 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, თავისი გასახდელებითა და
სხვა საჭირო ოთახებით, ბალახს კი, ალბათ, ხელოვნურს დააგებენ, რადგან ბუნებრივი - დატვირთვებს ვერ გაუძლებს. იქ თამაშიც იქნება შესაძლებელი და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ეს, ძირითადად, კინოცენტრის სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგრამ ახლომდებარე უბნების მცხოვრები ბავშვები ფეხბურთსა და რაგბიში ივარჯიშებენ.

მშენებლობის დაწყებას წლეულს აპირებს და კონსულტაციისთვის მოგვმართა მე (რადგან ფეხბურთის ფედერაციაში სტადიონების განყოფილებას ვკურირებ) და სფფ-ის მენეჯერ ირაკლი ლულუაშვილს. ლისის ტბაზე ვიმყოფებოდით და ბატონ თემურთან ყველა დეტალი განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით და ყველა აუცილებელ საკითხს დავაზუსტებთ", - ამბობს კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს, იქნებ სხვებმაც მიბაძონ და მოედნების ნგრევის ნაცვლად შენება დაიწყოს.
გაიოზი
15:06 24-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული