არენაზე თბილისის ღია პირველობაზე მოასპარეზე ცხინვალის "სამაჩაბლო" ითამაშებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში მარნეულის "ალგეთს" 5:1 მოუგო.
სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, უეფა-ს
პირველ ეტაპზე, სამაჩაბლოელებმა მოაწყვეს მოედანი, შეიყვანეს დენის წყარო, დაამონტაჟეს ახალი კარები, პერიმეტრი ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბანერებით შეფუთეს. წლის ბოლომდე ერგნეთის არენას ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.
"არსებობს ცხინვალის გუნდი და ლოგიკურია, ერგნეთში სტადიონი რომ მოეწყო. ეს მშვენიერი წამოწყებაა, რადგან ეს სოფელი საოკუპაციო ზონასთან მდებარეობს. მნიშვნელოვანია, რომ სტადიონი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდეს, რათა საკმაოდ მაღალი დონის თამაშები ჩავატაროთ, მაგალითად, ასაკობრივი ნაკრებების ან ეროვნული ლიგის მატჩები. ამის თაობაზე უკვე ვილაპარაკეთ.
მადლობა იმ ხალხს, ვინც არენის მოწესრიგება შეძლო. ბავშვებს აქაც უნდათ ვარჯიში, თამაში და დიდ ფეხბურთში მოხვედრა. საამისოდ კი გამართული ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეთ", - ამბობს ყაველაშვილი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ გუნდის შეთავაზებამ გაახარა:
"ჩემთვის პატივიც არის და სიხარულიც, რომ ცხინვალის "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტად ამირჩიეს. ეს გუნდი თითოეული ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს, უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.
აქვე ვიტყვი, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, გუნდს სახელი შეეცვალოს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდში თამაშის სურვილი ჩვენს ოს ძმებს აქვთ. გუნდი და სტადიონი ხომ სწორედ მეგობრობის აღსადგენად გაკეთდა. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთი აერთიანებს და იმედია, საფეხბურთო კლუბი "სამაჩაბლო" იქნება დასაწყისი იმ ეტაპისა, რომლითაც საბოლოოდ ქართველებისა და ოსების მეგობრული ურთიერთობების აღდგენა დასრულდება".
ყაველაშვილს საკანონმდებლო სიახლეებზეც ვკითხეთ:
"სპორტის განხრით კანონმდებლობის შეცვლაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ არ მინდა დავაკონკრეტო, რა საკითხებს ვგულისხმობ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"