ევრო 2018. პლეი ოფი: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთში ფრედ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი რუმინეთთან სტუმრად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ქალაქ დევაში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ გახსნა, მეორედ კი მასპინძლებს მე-15 წუთზე მურთაზ კაკაბაძემ გაუტანა.

შესვენების შემდეგ 4 წუთში, რუმინელებმა ვალადარეს პერეირას ერთ წუთიან მონაკვეთში შესრულებული დუბლით გაათანაბრეს. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 26 სექტემბერს,
თბილისში შედგება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი 2018 წლის კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში ამ შემადგენლობით ითამაშა:
ალექსანდრე ჯამბურია (კ), შოთა თოფურია, რონინიო და სილვა, ნიკა კურტანიძე, ფუმასა.
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია, მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, კახა მაისაია, გია ნიყვაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ იცით ეს გაბუქებები და თავში ავარდნები ფეხბურთელებიც კითხულობენ სოც. ქსელებს რახდება რა გამოხმაურებებია... კალათბურთელები ამან დაღუპა ზუსტად!
svan
12 სექტემბერი 2017 23:38
3
ამათ 3 უძლიერესი რომ დაემატებათ.... მე მგონი უკვე ევროპაზე ვართ 99,99% ით
ვასილიჩი
12 სექტემბერი 2017 21:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული