ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს, "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი,
სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

- "ასე დაიბადა იდეა, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს ვარსკვლავების თამაში ეხილა"

ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში, საიტ TKT.GE-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვკითხულობ კომენტარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა ბნელი გონება აქვს ამ ხალხს.. თამაშზე იმიტომ უნდა წახვიდე, რომ ის თანხა ისევ შენივე ქვეყნის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს და რომ ნამდვილად ღირს ამ ფეხბურთელების ნახვა და თამაშის ყურება. საქართველოს არაფერი არ ეშველება იმიტომ რომ თქვენნაირი უსაქმური კრიტიკოსები მრავლად არიან და ანთხევენ ყველგან თავიანთ ბნელ და ბოღმიან აზრებს. ყველაფერს გინდათ კრიტიკულად შეხედოთ, შენიშვნა იპოვოთ და ა.ს.შ .. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ გარდა იმისა რომ დროს დაგაკარგვინებთ ფუჭად.
საქართველოსთვის ლეგენდების თამაში
29 სექტემბერი 2017 23:30
0
არ წახვიდეთ არა ყარაბარის თAმაშებზე წადით ლიგაზე და აქ არ წახვიდეთ აბა რაღა დროს მალდინია,ვაი თვქნეს პატრონს(((
guriidan
19 სექტემბერი 2017 17:32
3
იტალია (+ რამდენიმე იტალიაში ნათამაშები ლეგიონერი) საქართველოს ვეტერანების წინააღმდეგ? მაინც არაუშავს, კარგი იქნება
bs
19 სექტემბერი 2017 15:15
0
კალაძის პონტია, ზოგი კონცერტებს აწყობს, ამან პენსიონრები ჩამოიყვანა, მოკლედ ბანანის რესპუბლიკა ვართ
zviadi
19 სექტემბერი 2017 14:40
23
Gurami shen damenacvle me da kaxuchis
Bizina
19 სექტემბერი 2017 15:54
4
შიზიკისტო ზაზა იგივე ზვიადო. არ გინდა შსენც გყავდეს კრესპო რივალდო მალდინი და შევჩენკოს ნაირი მეგობრები? თუ პარტიამ დაგავალა ყველაფერი რაც გარგი ხდება ქვეყანაში შურის სათვალეებით უყურეო?
gurami
19 სექტემბერი 2017 15:15
2
Kalazis winasaarchevno kampania
Zsza
19 სექტემბერი 2017 14:22
12
ძალიან მაგარი და შთამბეჭდავი შემადგენლობაა. ვერცერთზე ვერ იტყვი რომ მხოლოდ ასაკის გამო შეიყვანეს ამ ნაკრებშიო. ნამდვილად ყველა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. ალექს, ძალიან კარგია რომ დაკავებული ბიჭი ხარ მაგრამ, მე მარადონასთან ნახევარ მეტრში ვიდექი და ვერ გავბედე ავტოგრაფის ჩამორთმევა მეთხოვა, ადამიანისთვის რომელიც ყოველთვის ნომერ პირველი ფეხბურთელი იქნება ჩემთვის და ამასთანავე ყველაზე უსიამოვნო და საზიზღარი ტიპი როგორც ადამიანი. შემეშინდა რომ შეურაცხყოფა არ მოეყენებინა და მეც ვალში არ დავრჩებოდი თუ საშუალება მომეცემოდა აუცილებლად გავულაწუნებდი. ამით იმის თქმა მინდა რომ ვარსკვლავებს ასაკი ემატებათ და აღარ კვდებიან, ამიტომ გულშემატკივრისთვის უდიდესი ზეიმი უნდა იყოს ასეთი "ვარსკვლავთკრებულის" ერთად ხილვა. საფეხბურთო თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა რომ ბევრ გულშემატკივარზე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ასევე ხელის ჩამორთმევის მანძილზე ვყოფილვარ მსოფლიოს ძალიან მაგარ ვარსკვლავებთან ახლოს.(კანიჯა, შუკერი, მოდრიჩი, კინი და კიდევ მრავალი). არ დაიზაროთ წასვლა, რადგანაც ასეთი მომენტი სხვა შეიძლება არც იყოს.
................
19 სექტემბერი 2017 13:58
4
ცადი ცადი,მითუმეტეს თუ თბილისელი ხარ! სტადიონი რო ცოტათი მაინც ცარიელი იყოს ხო მოოგვეჩრა თავი
oto
19 სექტემბერი 2017 13:13
1
კი უნდა წახვიდე და ბევრი უნდა წავიდეს, მითუმეტეს თანხა მოხმარდება ტყის მასივის აღდგენას.
წადი
19 სექტემბერი 2017 13:11
1
წავიდე? არ წავიდე? რო წავიდე რა? რო არ წავიდე რივალდოს ნახვას როდის მოვახერხებ კიდე? ან ღირს რო პენზიაზე მყოფების ყურება? ჰა რასმირჩევთ? :D დრო არ მაქვს არაფრის ,,დაკავებული ბიჭი ვარ" :D ამ გადმოსახედიდან ღირს არ ღის? რავქნა :D
alexs
19 სექტემბერი 2017 12:57
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული