ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 4:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ 2:2 დასრულდა და შესაბამისად, ავთანდილ ასათიანის ნაკრები სლოვენიის საგზურის გარეშე დარჩა.

საპასუხო მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე, მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ.

სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული
დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. ტაიმი ასეც დასრულდა - 3:3.

მეორე ტაიმის მეორე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ, რასაც მალევე ნიკოლოზ კურტანიძემ გოლითვე უპასუხა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობდა, შეუტია კიდეც, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო - სავიომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამის შემდეგ რუმინელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს...
მკითხველის კომენტარები / 14 /
ის ნაწნავიანი კაცი ვინ იყო, სად იყო და რა უნდოდა სტადიონზე შეუძლია მითხრას ვინმემ?
ნათია
23:03 26-09-2017
0
ეტყობა ქართველ კაცს სიხარული არ უწერია, სულ წაგება გადამწყვეტ მომენტში...
მ.მ
23:04 26-09-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული