
ავთანდილ ასათიანის გუნდი, 9-11 მარტს, თბილისში, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება და 19:00 საათზე დაიწყება.
რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.
nakrebi.ge