ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქველმოქმედო მატჩი, რომელიც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენისთვის გაიმართა, სიმბოლურად მეხანძრე-მაშველებმა გახსნეს. მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავები ერთმანეთს "GFF 11" და "მსოფლიოს 11"-ის სახელებით დაუპირისპირდნენ. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშით 5:6 დასრულდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩში ანგარიში ლუკა ტონიმ გახსნა, რომელიც აღნიშნულ მატჩში "მსოფლიოს 11"-ის ღირსებას იცავდა. "GFF 11"-მა მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ლამაზი გოლით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა.

ფედერაციის გუნდს მალევე შეეძლო სხვაობის გაზრდაც, მაგრამ სებასტიან ფრეიმ ლამაზი სეივი შეასრულა და მეტოქეს არ მისცა წინ გასვლის საშუალება.

პირველივე 15 წუთში გავიდა მესამე
გოლიც, თავი მიჩელ სალგადომ გამოიჩინა და ნომინალური სტუმრები 1:2 დააწინაურა. აქედან ათ წუთში გაიტანა რივალდომაც და უპირატესობა თვალსაჩინო გახადა - 1:3.

მატჩის 30-ე წუთზე დუბლი შეასრულა ფეხბურთიდან ახლახან წასულმა ლუკა ტონიმ - 1:4.

ნომინალური მასპინძლების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ანგარიშის შემცირების მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა, რადგან სებასტიან ფრეი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე, ერთი-ერთზე დარჩენილმა კაფუმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ტაიმი ანგარიშით 2:4 დასრულდა.

- რას ჰყვება 11 წლის ქომაგი, რომელიც მოედანზე მალდინის სანახავად შეიჭრა [VIDEO]

მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კევინ კურანმა სხვაობა მინიმალურამდე დაიყვანა და ანგარიში 3:4 გახდა. თამაშის 65-ე წუთზე კი ფრანჩესკო ტოტიმ ისეთი გოლი გაიტანა, რომ დავრწმუნდით, რომაელთა კაპიტნისთვის ჯერ ადრე იყო ფეხბურთიდან წასვლა - 3:5.

- ინციდენტი: "დინამო-არენაზე" ფანი შევარდა და ტოტის ჩაეხუტა [VIDEO]

მატჩის 70-ე წუთზე მეორე ქართული გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, რომელსაც ანდრეი შევჩენკომ მისცა პასი - 4:5.

სულ რაღაც ორ წუთში კი გოლს მოწყურებულმა, იუბილარმა ანდრეი შევჩენკომ თავადაც შეაგდო და გაათანაბრა ანგარიში - 5:5.

მატჩის ბოლო წუთზე დელვეკიომ გაიტანა და შეხედრა "მსოფლიოს 11"-ის გამარჯებით, 6:5 დასრულდა. შეიძლება ითქვას, ეს დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას, 300,343 ლარს, 2 სექტემბერის მატჩის, საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება

"GFF XI": კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე, ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI": სებასტიან ფრეი, დიდა, პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო, ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე, რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მადლობა კახი
ნათია
01 ოქტომბერი 2017 12:32
0
არ შეიძლებოდა ვაისის გამოძახება საქართველოს ნაკრებში!!?? ცუდ ფორმაში არ იმყოფება და მიკვირს ლევანიმ რატომ არ მისცა თამაშის საშუალება.
ვაისი
30 სექტემბერი 2017 14:39
1
ხო, ბოლო წუთზე გოლის გაშვება გვაქვს "ტრადიციაში".....
elgvisa
30 სექტემბერი 2017 13:30
0
საინტერესოა, ჩვენი ღრმად პატივცემული "მეგრანტეების" ფხიზელმა თვალმა დანაშაულის ნიშნები თუ შეამჩნია ამ საქველმოქმედო მატჩში??? მეცოდებიან უკვე ეს ბოღმისა და შურის "ბუკეტები. სასაცილოები არიან თავისი კვლევებით და განცხადებებით. სხვა "კომპლიმენტებსაც" დავწერდი მათ მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვირტუალური სივრცე დაბლოკავს. ამიტომ რეალურ სივრცეში "მოვეფერები"...
tngh
30 სექტემბერი 2017 13:07
0
მართლა მაგარი იყო. მაგრამ ხუმრობით რომვთქვათ ამ ბოლ წუთზე ქართული ტრადიცია არ დავარგვიეთ გაუშვით:)მადლობა ყველას ვინც ეს საგამო აჩუქა გულშემატკივარს და ქვეყანას
xoneli
30 სექტემბერი 2017 10:34
0
Tamashi magari iyo, vinc chamosulebi iyvnen isinic yvela varskvlavi, magaze aravin daobs, Mara saqartvelos nakrebshi ucxoelebs ra undodat, sadiyo qecbaia, nemsadze, asatiani da kide bevri
Levani kobidze
30 სექტემბერი 2017 09:56
1
კინაღამ ინფარქტი მივიღე ისე ვნერვიულობდი.სერიოზულად!რამდენად უკან ვართ!40-45 წლისანი იყვნენ და დოღის ცხენებივით დარბოდნენ(ტექნიკაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი) 20-24 წლის ბიჭები არიან ჩვენს ჩემპიონატზე და 80 წელზე ნაკლებს არც ერთს არ მიცემ!
tazo
30 სექტემბერი 2017 09:12
1
მეც მაგას ვფიქრობდი თამაშის ყურებისას :/
ვაახ
30 სექტემბერი 2017 11:03
1
რა უნდა ამ კაცს მერად, მართლა რა კარგი იქნებოდა ის ფედერაციაში ან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, რა მერი რის მერი... ისე 403 ათას ლარზე მეტი არ დაჯდებოდა ამათი ჩამოყვანა?
ვახტანგი
30 სექტემბერი 2017 01:37
8
არაფერიც არ დაჯდა, ასეთ მატჩებზე თავისი ხარჯებით დადიან საერთოდ (რა პრობლემაა?) ჭამა სმა კი ასეც უნდა და ისეც ხალხს
ვასილიჩი
30 სექტემბერი 2017 10:53
1
ჩემი აზრით კალაძე ფეხბურთის ფედერაციის ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, ამხელა სანაცნობო წრე ეგებ წადგიმოდა ჩვენში ფეხბურთის განვითარებას. აბა ენერგეტიკა რა ტოტის და მალდინის საქმეა, ეხლა კიდე თბილისის საქმეები:))) კაცი იმ საქმეა უნდა აკეთებდე რაც იცი და ასე თუ ისე კარგად გამოგდის, ფეხბურთის თამაში ნამდვილად გამოგდიოდა კახი!
პაატა
29 სექტემბერი 2017 23:46
4
აუ ამათმაც მოგვიგეს . . .
gulshematkivari
29 სექტემბერი 2017 23:19
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული