გოგა გაკოხიძე: ბავშვს მეტი რა უნდა სურდეს? ამიტომაც იზრდებიან კარგი ფეხბურთელები

AutoSharing Option
გოგა გახოკიძე ფიფას ლიცენზირებული აგენტია, რომელმაც ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში წაიყვანა. ყოფილი ფეხბურთელი 8 წელზე მეტია ამ საქმეს მიყვება...

მან ევროპაში სათამაშოდ, გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და სხვა ფეხბურთელები წაიყვანა...

Sportall.ge გახოკიძეს დაუკავშირდა. ჩვენ მას მოახლოვებულ სატრანსფერო ფანჯარაზე და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო გოგა, რამდენი ხანია, რაც საფეხბურთო აგენტი ხართ და რომელი ფეხბურთელები წავიდნენ თქვენი დამსახურებით სათამაშოდ უცხოეთში?
- დაახლოებით, 8-9 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. უცხოეთში წავიდნენ: გურამ კაშია, გიორგი ქვილითაია, ბაჩანა არაბული, ირაკლი მაისურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე
გადავიყვანეთ ამ ზაფხულს "გენტში", მე, ლაშა ჯაკობიამ და როჯერ როჯერ ჰენროტაიამ.

- თქვენი აზრით, რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის და ითამაშებენ თუ არა ეს ბიჭები დიდ ფეხბურთს?
- ჩვენ ნიჭიერი თაობა ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება. უბრალოდ, როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ არ დაიკარგოს. ფეხბურთელი თუ კარგ გუნდში მოხვდება და სწორად განვითარდება, შეუძლია დიდ გუნდშიც ითამაშოს.

მაგალითად, გიორგი ქინქლაძე არის ჩემთვის საუკეთესო, მის თამაშს, რომ ვუყურებდი ერთი სიამოვნება იყო. აი, რასაც ქვია ფეხბურთის სილამაზე, ეგეთ თამაშს აჩვენებდა გიო. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ძალიან მაგარ ფეხბურთელად დარჩება.

- თქვენ ჰოლანდიაში გითამაშიათ და იქაურ ფეხბურთშიც ჩახედული იქნებით, როგორ და რა პირობებში იზრდება ჰოლანდიელი ფეხბურთელი და ქართველ ფეხბურთელს რომ შევადაროთ?
- დიახ, ვიცი ჰოლანდიელები რა პირობებშიც იზრდებიან. 6 წლიდან 18 წლამდე ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ. მათ ჰყავთ ძლიერი ბავშვთა მწვრთნელები, მაგარი სათამაშო მინდორი, კარგი კვება და ფსიქოლოგიურადაც კარგად ემზადებიან.

ბავშვს მეტი რა უნდა სურდეს? ამიტომაც იზრდებიან კარგი ფეხბურთელები. ალბათ, მაგის ნახევრის ნახევარი, რომ ჰქონდეთ ქართველ ბავშვებს, გაცილებით ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვეყოლება.

ჰოლანდიაში ფეხბურთში ძალიან დიდ ფულს დებენ. ასე განვითარდა სხვა ბევრი ქვეყანაც და საქართველოშიც თუ წარმატების მიღწევა გვსურს ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს.

- რატომ ტრიალებს ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ერთ წრეზე?

- ვიცი, რომ მძიმე სიტუაციაა. საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა სახელმწიფოსა და სპონსორების მხრიდან , რომ შედეგი იყოს. პირველ რიგში, ბავშვთა სკოლები უნდა გაკეთდეს უმაღლეს დონეზე, რათა კარგი თაობა გაიზარდოს და შედეგზეც მერე ვიფიქროთ. ესე ძნელია ლაპარაკი და ამიტომაც ვართ ერთ ადგილას.

- რატომ ექმნებათ ხშირად ქართველ ფეხბურთელებს წონის და დისციპლინის პრობლემა?
- ალბათ, ეგ უფრო ფეხბურთელის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. თუ სწორედ მოუვლი შენს თავს, სწორად იკვებები და დისციპლინასაც არ დაარღვევ, მაღალი დონის ფეხბურთსაც ითამაშებ. თუ არაპროფესიონალი ხარ ხანმოკლეა შენი კარიერაც.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას იტყოდით?

- გვყავს კარგი ახალგაზრდების თაობა, რომლებსაც იმედით უნდა ვუყუროთ. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მალე ძლიერი ნაკრები გვეყოლება.

- და ბოლოს, რა ტრანსფერებს უნდა ველოდოთ თქვენგან უახლოეს პერიოდში?
- ჯერ ვერ გეტყვით, ჯობს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას დაველოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვხვდები, ჰოლანდია რატომაა სამაგალითო - ამ ქვეყნის ფეხბურთი წლებია რეგრესს განიცდის როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ნაკრებს ლამის საოცნებო გაუხდა ფინალურ ეტაპზე გასვლა.
kote
11 დეკემბერი 2017 21:13
0
როგორ შეიძლებოდა ამ ჯერჯეერობით ერთი ნათელი მომავლის მქონე ბიჭის ბელგიაში წაყვანა. ვინ გაამართლა ამ ქვეყანაში. ძალიან თავს ნუ მოიწონებს გახოკიძე ამით. ყველა მარტო ფულის კეთებაზეა გადასული. სირცხვილია.
i1959
10 დეკემბერი 2017 23:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული