ისტორიული ხელშეკრულება - როგორი იქნება ბათუმის სტადიონი

AutoSharing Option
"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.

სტადიონი, რომელიც 20 000 ადამიანს დაიტევს, უეფა-ს მე-4 კატეგორიის იქნება და ხელშეკრულების მიხედვით, 34 თვეში უნდა აშენდეს.

  • ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს "ანაგი" ააშენებს.
  • დოკუმენტს შპს "სტადიონის"
    დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს "ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.
  • შპს "ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
  • ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
  • სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
  • სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
  • სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
  • იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
  • სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.
  • ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
Sportall.Ge

Sportall.Ge

ფოტოები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმელი გულშემატკივრები ვიმსახურებთ ასეთ სტადიონს მაგრამ გუნდი უნდა გადახალისდეს და ეს ფულისმჭამლები მოცილდეს რომ მომავალში დაგვაბრუნოს ვინმე ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა უმაღლესში, უშველეთ ბათუმის დინამოს.
roma-ni
22:10 17-12-2017
1
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ კარგი იქნებოდა გათვლა ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატის სტანდარტებზე, მინიმუმ 27 000 -იანზე. სხვა მხრივ არაფერი არ დაეწუნება თუ ასეთი აშენდება მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ოთხივე მხრიდან ტრიბუნები თავისი გადახურვით, ასევე ორიგინალურია სანაკრებო და საკლუბო ფერებში განათება, მოკლედ გვეღირსება თანამედროვე არენა, იმედია რაც პროექტშია ზუსტად ისე აშენდება და ზუგდიდის სტადიონისავით არ გაათახსირებენ.
დათო
11:50 15-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული