მერაბ რატიშვილი საბერძნეთის სანაკრებო მატჩზე | თვაური ბაქოში იმსაჯებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში გამარჯვებით ცხრილში სოლიდურად წინ წაიწია, თუმცა არის ფიბა-ს მიერ ორგანიზებული სანაკრებო მატჩები, სადაც ქართველები მონაწილეობენ, მაგრამ სატურნირო ვითარება მათზე არც მოქმედებს და არც აინტერესებთ, ეს გახლავთ მსაჯთა კორპუსი, რომლებიც ნაკრებების პრინციპულ მატჩებს ემსახურებიან და აქ საქმეში არიან ჩართულნი ქართველებიც.

მერაბ რატიშვილს უდიდესი მნიშვნელობის მატჩის კომისრობა (ტექნიკური დელეგატობა) მოუწევს. მატჩმა, რომელსაც ის უნდა მოემსახუროს, პრინციპულობა წუხანდელი სენსაციური შედეგის შემდეგ შეიძინა. დიდმა ბრიტანეთმა შინ დაამარცხა ევროპული კალათბურთის ერთ0ერთი ფავორიტი საბერძნეთი. ამ ნაკრებთა მორიგი მატჩი უკვე საბერძნეთშია და ბერძნები
ბრიტანელთა გასანადგურებლად ემზადებიან. მატჩის ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილი იქნება.

სანაკრებო ფერხულშია კირილე თვაური. ქართველ არბიტრს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მსაჯობა მოუწევს.

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)

24 ნოემბერი. სალონიკი (საბერძნეთი). ევრობასკეტ-2025, შესარჩევი მატჩი
საბერძნეთი – დიდი ბრიტანეთი

კირილე თვაური (მსაჯი)

24 ნოემბერი. ბაქო (აზერბაიჯანი). მსოფლიოს თასი-2027, წინა-საკვალიფიკაციო ეტაპი
აზერბაიჯანი – შვეიცარია

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული