ისტორიული ხელშეკრულება - როგორი იქნება ბათუმის სტადიონი

AutoSharing Option
"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.

სტადიონი, რომელიც 20 000 ადამიანს დაიტევს, უეფა-ს მე-4 კატეგორიის იქნება და ხელშეკრულების მიხედვით, 34 თვეში უნდა აშენდეს.

  • ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს "ანაგი" ააშენებს.
  • დოკუმენტს შპს "სტადიონის"
    დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს "ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.
  • შპს "ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
  • ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
  • სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
  • სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
  • სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
  • იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
  • სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.
  • ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
Sportall.Ge

Sportall.Ge

ფოტოები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმელი გულშემატკივრები ვიმსახურებთ ასეთ სტადიონს მაგრამ გუნდი უნდა გადახალისდეს და ეს ფულისმჭამლები მოცილდეს რომ მომავალში დაგვაბრუნოს ვინმე ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა უმაღლესში, უშველეთ ბათუმის დინამოს.
roma-ni
17 დეკემბერი 2017 22:10
1
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ კარგი იქნებოდა გათვლა ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატის სტანდარტებზე, მინიმუმ 27 000 -იანზე. სხვა მხრივ არაფერი არ დაეწუნება თუ ასეთი აშენდება მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ოთხივე მხრიდან ტრიბუნები თავისი გადახურვით, ასევე ორიგინალურია სანაკრებო და საკლუბო ფერებში განათება, მოკლედ გვეღირსება თანამედროვე არენა, იმედია რაც პროექტშია ზუსტად ისე აშენდება და ზუგდიდის სტადიონისავით არ გაათახსირებენ.
დათო
15 დეკემბერი 2017 11:50
0
..მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფის თამაშისთვის მინიმუმი ტევადობა განსაზღვრულია ფიფას მიერ 45ათასით!..რუსებმა თხოვეს,,,ჩააწყვეს,,(გაუჭირდებოდათ,,) და ზოგან 35-ათასიანს აშენებენ და ისიც დროებითი ტრიბუნებით,რომელსაც ჩემპიონატის შემდეგ მოშლიან და დარჩება 22-25 ათასიანი .რატომ მოსახლეობით მილიონიან (და მეტიც) ქალაქებში მხოლოდ 22-25 ათასიანი სტადიონი?....
მსოფლიო ჩემპიონატზე?)))
15 დეკემბერი 2017 13:35
0
საქართველოში პირველი თანამედროვე სტადიონი იქნება. სასიამოვნო იქნება ახალ სტადიონზე კარგი თამაშის ნახვა. წარმატებას ვუსურვებ ბათუმს!
ლუკა
15 დეკემბერი 2017 08:15
0
ყოჩაღ ბათუმი. ემჩნევა ბათუმს რომ უყვართ თავიანთი ქალაქი, ამშვენებენ და ალამაზებენ. თბილისს კი არ გავს, დედა რომ ვუტირეთ და ბანგლადეშს რომ დავამსგავსეთ
ვახტანგი
14 დეკემბერი 2017 21:45
0
შპს ანაგი რომელია? ქ.რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია რომ გააკეთა? მუშები ისე გარბოდნენ ერთმანეთს ასწრებდნენ,ფულს,რომ არ უხდიდნენ და ხან ინდოელები ამუშავეს და ხან პაკისტანელები... ახლა იშლება რაც გალესეს და შეღებეს...
zura
14 დეკემბერი 2017 20:08
5
rais mushebs ar uxdidnen fuls sad banaob dzmao da saidan mogaqvt es chorebi ra ubedurebaa kacebj xart tu choriknebi?anagi ertsrti useriozulesi samsheneblo kompania gadi tavisuplebaze da pushkinis skvertan imxela shenobaa aashenes mere ilaarake es shterobebi
sad banaob
15 დეკემბერი 2017 06:03
0
რაც მანდ მაყუთი მოიხსნება იმის 1 პროცენტი მომცა რაღა მომკლავდა
ზურა
14 დეკემბერი 2017 19:31
5
წარმატებები ბათუმს! ბათუმი უნდა დაბრუნდეს უმაღლეს ლიგაში!
ქუთაისელი
14 დეკემბერი 2017 17:44
1
მახსოვს ქარველი არქიტექტორი სთავაზობდა მინიმანურ ფასად აშენებას. იმედია წილები გაინაწილეს და აშენდება .
jako
14 დეკემბერი 2017 17:27
4
არვიცი ამასაც რამდენად გააკეთებენ.. მე უფრო ის მეგონა, რომ რადგანაც პირველ ლიგაში გავვარდით, სტადიონის თემა დაიხურებოდა, მაგრამ რადგანაც მიდის მოლაპარაკებები უკვე და თანაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ძალიან მიხარია :))
ზურა
14 დეკემბერი 2017 15:55
0
აი როგორ ზღაპრად მეჩვენება იცი? :) იმედია მართლა ააშებენ, ბათუმი იმსახურებს სტადიონს, მაგარი ფანები ჰყავთ :)
Tbiliseli
14 დეკემბერი 2017 15:35
2

სიახლეები პოპულარული