
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.
სტადიონი, რომელიც 20 000 ადამიანს დაიტევს, უეფა-ს მე-4 კატეგორიის იქნება და ხელშეკრულების მიხედვით, 34 თვეში უნდა აშენდეს.
- ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს "ანაგი" ააშენებს.
- დოკუმენტს შპს "სტადიონის" დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს "ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.
- შპს "ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
- ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
- სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
- სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
- სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
- იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
- სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.
- ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა


ფოტოები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"