შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 ივნისს ლანჩხუთის სიახლოვეს გორის "დილას" ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- თავდაპირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი?
- საკმაოდ ნელა მიდის, მაგრამ, რაც დრო გადის, უკეთესობას აშკარად ვგრძნობ. ძირითადად მარჯვენა ფეხის სისუსტე მაწუხებს ამ ეტაპზე.
- თუ არის იმის შანსი, რომ მინდორზე ისევ გიხილოთ? რას ეტყოდით იმ ქომაგს, რომელსაც თქვენი თამაში ხილვა მოენატრა?
- ჯერ დანამდვილებით არ
- მხოლოდ ძლიერი ადამიანები უძლებენ იმას, რასაც თქვენ გაუძელით. ცხადია, იოლი არ არის წარსულის გახსენება, მაგრამ მაინც...
- ის საშინელი მომენტი და შემდეგ კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს. არ მახსოვს ისიც, თუ ამ ყველაფრის შემდეგ როგორ დავდექი ფეხზე და ვერც საწყის პერიოდს ვიხსენებ. ეს ბუნებრივია იმ დაზიანების მერე, რაც მივიღე. თუმცა იმის მერე, რაც მეხსიერებაში შემომრჩა, ძნელია, დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას.
ინსტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა Lelo.ge-ზე შეგიძლიათ