ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

კოკაია შეეხო გარდაცვლილი მსაჯის ამბავს და აღნიშნა, რომ ტოტალიზატორის ხალხი მუქარაზეა გადასული.

- "ზესტაფონსა" და ნებისმიერი კლუბის პრობლემაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ სად ვართ და როგორ ვართ, რატომ არ უნდა ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ფეხბურთში მოსვლა?

ფეხბურთიდან ზუსტად იმ სკანდალების გამო წავედი, რაც ახლახან ისევ აგორდა. მსაჯის ამბავმა შემძრა. ყველა ამბობს, რომ იყო მის მიმართ მუქარები...

- ამ საშინელი ამბიდან ერთი გამოიკვეთა: "გურია"-"თელავის" შეხვედრის არბიტრი ვერ მოისყიდეს და შედეგი ვერ
განსაზღვრეს...

- დიახ, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ცუდი ფაქტი მოხდა. როცა ინვესტორს ფეხბურთში მოსვლა სურს და ასეთი ფაქტები ესმის, ძალაუნებურად თავს იკავებს.

ანუ ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული და თუ ვიღაც ხმას ამოიღებს, აშინებენ. ეს 2011 წელს გორის "დილაში" შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლით დაიწყო. იცით, რა პერიოდიც იყო და ფეხბურთი ჩემთვის იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სარბიელი.

მაშინ დაღუპეს და დაანგრიეს ფეხბურთი, მაშინ დაიწყო ლაპარაკი გარიგებულ თამაშებზე და მასობრივად შემოიჭრნენ ტოტალიზატორები. კერძო ლაპარაკში უთქვამთ - არჩევნები მოდის და თასის აღება გვინდაო.

მაგრამ არჩევნებს ფეხბურთი რომ არ იგებს, ამას მტკიცება უნდა? მეორე - ამით მხოლოდ წვრილმანი გარეწრები სარგებლობენ. აბა, კლუბს 150 თანამშრომელი რომ ეყოლება, რომელიც არაფერს აკეთებს, წარმოგიდგენიათ, გუნდს რა რესურსი ექნებოდა? არადა, ფეხბურთი იწმინდებოდა და უცებ თავს ასეთი უბედურება დაგვატყდა.

სწორედ ამის შედეგი იყო "ზესტაფონის" ამბავი. მერე ჩვენს მეკარეზე გავიდნენ, რომელმაც გარიგებაში მონაწილეობა არ იკადრა. იყო დიდი ზეწოლა და საერთოდ არ გავედით თამაშზე, ჩვენი კლუბის სახელი რომ არ შებღალულიყო.

- ისე, დღემდე ლოგიკაში არ ჯდება: გარიგების ინიციატორის ნაცვლად, მისი მამხილებელი "ზესტაფონი" რატომ დასაჯეს?
- ეს არის ყველაზე გასაოცარი. სხვათა შორის, ფედერაციის სეიფებში გარიგებული თამაშების მასალები ინახებოდა. უეფას მონიტორინგის სამსახურის უფროსი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელს შევახვედრე და უთხრეს - ეს ქართული მხარის გადასაწყვეტიაო.

ჩვენი საქმეც გამოძიებულია და ყველა ფიგურანტია ცნობილი. რამდენიმე წლის წინ თავად ვარ კუდ-ში ნამყოფი, სადაც ერთი პატარა ოთახი გარიგებული მატჩების შესახებ საბუთებით იყო გამოტენილი.

მაგრამ რატომ არ აქვს მსვლელობა მიცემული "ზესტაფონის" გაგდების ფაქტს? ახალმა ფედერაციამ გარიგებებთან ბრძოლა წარმატებით დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ისევ გვესმის იგივე ლაპარაკი.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ანგარიში წავიკითხე და გული გამისკდა:

ეროვნულ ლიგაში სახელმწიფო 25 მილიონს ხარჯავს, კერძო ბიზნესი კი - მხოლოდ 2,1 მილიონს! ეს ფონდი იმიტომ დააფუძნეს, რომ კერძო ინვესტორი მოეზიდათ, მაგრამ მოხდა პირიქით.

არადა, ჩვენ დროს 20-25 მილიონი დოლარიც იხარჯებოდა! მე კლუბს 4-5 მილიონ დოლარს ვახმარდი, "დინამო" - ცოტა მეტს, იქვე იყო "ტორპედო", "ლოკომოტივი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა", "საბურთალო", "მერანი".

წელს კი კერძო სექტორმა მხოლოდ 800 ათასი დოლარი დახარჯა. მიმაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი პროგრამის კორექტირების მიზეზი უნდა გახდეს. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების დროსაც ვთქვი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ფულის ხელფასებსა და პრემიებში დარიგება.

თანხები სხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს - ინფრასტრუქტურაში, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, მოსამზადებელი შეკრებების მოსაწყობად, ეკიპირებისა და ბურთების შესაძენად, ბავშვთა ფეხბურთზე...

ასეთ შემთხვევაში ეს სახსრები ბევრად უფრო სასარგებლოდ დაიხარჯებოდა და რამდენიმე კარგი სტადიონი და განახლებული ბაზა გვექნებოდა.

ახლა ფული კი იხარჯება, მაგრამ მაინც უკან მივდივართ და ევროთასებზე ვიცით, რომ პირველივე ეტაპზე გამოვეთიშებით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძნელია რამეში არ დაეთანხმო
11
26 დეკემბერი 2017 16:59
2
kargi iqneba tu akrdzalaven qartuli fexburts totalizatrebshi rata ufleba ar iyos fsonis gantavsebis
gaga
26 დეკემბერი 2017 16:18
1
კიდევ არ ამბობს ბოლომდე ყველაფერს. ბევრად მეტი სიბინძურეა დღეს ფედერაციაშიც და გარიგების მხრივაც. უკვე ფეხბურთელთა 90% თამაშობს ტოტალიზატორს და უამრავი ხალხია ჩართული ამაში. უკან მივდივართო ამბობს აქ და კარგად იცის ყველამ რომ უკვე ისე ყელამდე ნაგავშია ფეხბურთი რომ იმის იქეთ რომ არ შეიძლება. პატრონი არ ყავს ფეხბურთს.ყველა მიხვდა რომ ფულის გადაყრაა ფეხბურთში ფულის ჩადება.
ზესტა
26 დეკემბერი 2017 14:47
1
ფეხბურთს კი არა ქვეყანას არ ჰყავს პატრონი
999
27 დეკემბერი 2017 10:30
2
amashi kvelafershi federazia chartuli, mtel chempionats ise atarebs tinastar izian vin unda moigos da tu ki vinme kerzod gadatkvets tamashi gaaketon magaze reagireben, tavi da bolo totalizatoria chveni federaziis, jobia gavaukmot fexburti sakartveloshi!!! tanaz uxarisxo fexburti da isiz chatkobili tamashebi....amazrzenia kvelaferi, 50 kazze meti rom ar miva tbilisuri gundebis tamashebze garantirebuli gakvt(((((
qomagi
26 დეკემბერი 2017 18:00
3
Sazizgrobaa qartuli pexburti ibralod yulis amrevia ukve.
Datka315
26 დეკემბერი 2017 15:41
1
მხოლოდ მაშინ ეშველება ფეხბურთს ქვეყანას და უბრალოდ ადამიანს როცა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება უბრალო ერთ ლარიანი ფსონიც კი. ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა დასაღუპატაა განწირული. თუ უკვე გვიან არ არის ეს ყველაფერი.
რიგითი გულშემატკივარი
27 დეკემბერი 2017 09:10
4
უკვე დაღუპულია
nini
27 დეკემბერი 2017 10:28
1
მართალია ეს კაცი, რატო უნდა ინახავდეს ბიუჯეტიდან წამოსული ფული ფეხბურთელებს არ მესმის, რომლებიც არაფრისმაქნისები არ არიან. ქართული კლუბები სრული კატასტროფა და სირცხვილია და ჩვენ ვინახავთ ამ გაურკვეველ კლუბებს. ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს ყველაზე დიდი ფული რომ რაიმე გამოვიდეს, თორემ ისე გაგრძელდება ეს ჯაჭვი და ისევ ისეთი თაობა წამოვა რომელიც არაფრისმაქნისები და ჩვენი შესანახი გახდება!!
zaza
28 დეკემბერი 2017 09:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული