კოკაია შეეხო გარდაცვლილი მსაჯის ამბავს და აღნიშნა, რომ ტოტალიზატორის ხალხი მუქარაზეა გადასული.
- "ზესტაფონსა" და ნებისმიერი კლუბის პრობლემაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ სად ვართ და როგორ ვართ, რატომ არ უნდა ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ფეხბურთში მოსვლა?
ფეხბურთიდან ზუსტად იმ სკანდალების გამო წავედი, რაც ახლახან ისევ აგორდა. მსაჯის ამბავმა შემძრა. ყველა ამბობს, რომ იყო მის მიმართ მუქარები...
- ამ საშინელი ამბიდან ერთი გამოიკვეთა: "გურია"-"თელავის" შეხვედრის არბიტრი ვერ მოისყიდეს და შედეგი ვერ
- დიახ, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ცუდი ფაქტი მოხდა. როცა ინვესტორს ფეხბურთში მოსვლა სურს და ასეთი ფაქტები ესმის, ძალაუნებურად თავს იკავებს.
ანუ ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული და თუ ვიღაც ხმას ამოიღებს, აშინებენ. ეს 2011 წელს გორის "დილაში" შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლით დაიწყო. იცით, რა პერიოდიც იყო და ფეხბურთი ჩემთვის იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სარბიელი.
მაშინ დაღუპეს და დაანგრიეს ფეხბურთი, მაშინ დაიწყო ლაპარაკი გარიგებულ თამაშებზე და მასობრივად შემოიჭრნენ ტოტალიზატორები. კერძო ლაპარაკში უთქვამთ - არჩევნები მოდის და თასის აღება გვინდაო.
მაგრამ არჩევნებს ფეხბურთი რომ არ იგებს, ამას მტკიცება უნდა? მეორე - ამით მხოლოდ წვრილმანი გარეწრები სარგებლობენ. აბა, კლუბს 150 თანამშრომელი რომ ეყოლება, რომელიც არაფერს აკეთებს, წარმოგიდგენიათ, გუნდს რა რესურსი ექნებოდა? არადა, ფეხბურთი იწმინდებოდა და უცებ თავს ასეთი უბედურება დაგვატყდა.
სწორედ ამის შედეგი იყო "ზესტაფონის" ამბავი. მერე ჩვენს მეკარეზე გავიდნენ, რომელმაც გარიგებაში მონაწილეობა არ იკადრა. იყო დიდი ზეწოლა და საერთოდ არ გავედით თამაშზე, ჩვენი კლუბის სახელი რომ არ შებღალულიყო.
- ისე, დღემდე ლოგიკაში არ ჯდება: გარიგების ინიციატორის ნაცვლად, მისი მამხილებელი "ზესტაფონი" რატომ დასაჯეს?
- ეს არის ყველაზე გასაოცარი. სხვათა შორის, ფედერაციის სეიფებში გარიგებული თამაშების მასალები ინახებოდა. უეფას მონიტორინგის სამსახურის უფროსი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელს შევახვედრე და უთხრეს - ეს ქართული მხარის გადასაწყვეტიაო.
ჩვენი საქმეც გამოძიებულია და ყველა ფიგურანტია ცნობილი. რამდენიმე წლის წინ თავად ვარ კუდ-ში ნამყოფი, სადაც ერთი პატარა ოთახი გარიგებული მატჩების შესახებ საბუთებით იყო გამოტენილი.
მაგრამ რატომ არ აქვს მსვლელობა მიცემული "ზესტაფონის" გაგდების ფაქტს? ახალმა ფედერაციამ გარიგებებთან ბრძოლა წარმატებით დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ისევ გვესმის იგივე ლაპარაკი.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ანგარიში წავიკითხე და გული გამისკდა:
ეროვნულ ლიგაში სახელმწიფო 25 მილიონს ხარჯავს, კერძო ბიზნესი კი - მხოლოდ 2,1 მილიონს! ეს ფონდი იმიტომ დააფუძნეს, რომ კერძო ინვესტორი მოეზიდათ, მაგრამ მოხდა პირიქით.
არადა, ჩვენ დროს 20-25 მილიონი დოლარიც იხარჯებოდა! მე კლუბს 4-5 მილიონ დოლარს ვახმარდი, "დინამო" - ცოტა მეტს, იქვე იყო "ტორპედო", "ლოკომოტივი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა", "საბურთალო", "მერანი".
წელს კი კერძო სექტორმა მხოლოდ 800 ათასი დოლარი დახარჯა. მიმაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი პროგრამის კორექტირების მიზეზი უნდა გახდეს. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების დროსაც ვთქვი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ფულის ხელფასებსა და პრემიებში დარიგება.
თანხები სხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს - ინფრასტრუქტურაში, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, მოსამზადებელი შეკრებების მოსაწყობად, ეკიპირებისა და ბურთების შესაძენად, ბავშვთა ფეხბურთზე...
ასეთ შემთხვევაში ეს სახსრები ბევრად უფრო სასარგებლოდ დაიხარჯებოდა და რამდენიმე კარგი სტადიონი და განახლებული ბაზა გვექნებოდა.
ახლა ფული კი იხარჯება, მაგრამ მაინც უკან მივდივართ და ევროთასებზე ვიცით, რომ პირველივე ეტაპზე გამოვეთიშებით.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე