გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ფოფხაძე ამჟამად უგუნდოდაა. მან უმძიმესი ტრავმა მოიშუშა და მინდორს დაუბრუნდა. და ეს მაშინ, როცა მისი სიცოცხლეც კი ბეწვზე ეკიდა. ფოფხაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა "დილა".

"ლელომ" მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, თავის დროზე ის ავსტრიული "შტურმის", პოლონური "იაგელონიასა" და სხვა არაერთი კლუბის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ...

- საქართველოს ჩემპიონატს და, ზოგადად, ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ ვითარებას როგორ აფასებთ?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართული ფეხბურთი არის ჭაობში და ახლა დავიწყეთ ნელ-ნელა ამ ჭაობიდან ამოსვლა. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ
სულზე მოგვისწრო. რომ არა ეს, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი აუცილებლად გაუქმდებოდა.

უბრალოდ, ვერ შევძლებდით ჩემპიონატის ჩატარებას. ლევან კობიაშვილი ჩემი ძმაკაცი არ არის. უბრალოდ, ვხედავ, რომ ეს ხალხი მონდომებულია. მეორე მხრივ, ჩვენს ფეხბურთში უამრავი პრობლემაა.

როგორ შეიძლება, ფეხბურთელს 1500 ლარი ჰქონდეს ხელფასი?! მისი კარიერა ხომ ძალიან ხანმოკლეა? ამიტომ, ბევრი გარბის დღეს ფეხბურთიდან და ცდილობს, სხვაგან დასაქმდეს. ვთქვათ, ბანკში ან რომელიმე სხვა სამსახურში. ყველას ვერ მოსთხოვ იმას, რომ ფანატიკურად უყვარდეს ფეხბურთი.

ყველა ადამიანი ინდივიდია და ინდივიდუალური პრობლემები აქვს. ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა არის მენეჯმენტი. ამ კუთხით თუ შევხედავთ, თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია.

დავასახელებ მხოლოდ ოთხ კლუბს, რომელსაც ასე თუ ისე აქვთ განვითარების გეგმა - "დინამოს", "ლოკომოტივს", "საბურთალოს" და "ტორპედოს". დანარჩენებს მე ვერ მივაკუთვნებ ამ კატეგორიას.

ალბათ, მეტად უნდა გაკონტროლდეს ის, თუ ზუსტად სად მიდის და რაში იხარჯება ფონდის მიერ გამოყოფილი ფული. ეს ხომ ხალხის ფულია და ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა?! კადრების მხრივ, სერიოზული პრობლემაა ქართულ ფეხბურთში და, ალბათ, ამას არც არავინ უარყოფს.

ჩვენ ახლა რომ გავდივართ, ის გზა უკვე გაიარეს თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და აზერბაიჯანმა. აზერბაიჯანში ვითამაშე ბოლოს, იდეალური პირობებია.

ჩვენთან კი რაც ხდება, ყველამ ვიცით. მერე გავალთ ევროთასებზე და შევრცხვებით საშუალოზე საშუალო კლუბებთან. ამის მერე ისევ ფეხბურთელებს გვაგინებენ! გასაგებია ხალხის გულისწყრომა, მაგრამ დამიჯერეთ, ფეხბურთელი არ არის მხოლოდ დამნაშავე. მეტიც, ის ყველაზე ბოლოსაა დამნაშავე.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
"მეტიც, ის ყველაზე ბოლოსაა დამნაშავე."----პაიჭაძე,ბასა,მიშა,სლავა,ყიფო,ვოვა ფულებში ცურავდნენ თუ რა?ხანმოკლეაო. ხო ცხოვრობენ სიომა,ილო,ჩივაძე რაღაცნაირად ისე რო არავის დასაყვედრებელი არა აქვთ?დიახაც ფეხბურთელებზეა მწვრთნელზე ადრეც კი ფეხბურთი დამოკიდებული და იმიტომ ქვია ფეხბურთელების თამაში!
თამაზი
16:48 30-12-2017
6
სულზე კი არ მოგისწროთ პირიქით დაღუპა სახელმწიფო დაფინანსებამ ფეხბურთი, მე რომ ვიყო ავკრძალავდი სახელმწიფო კლუბებს, დარჩებოდა 4 კლუბი ხოდა დარჩენილიყო ნელნელა იყიდიდა კერძო ინვესტორი და გახდებოდა ისევ 10 ან 12 ან რავი 18!!!
fsiuuu
21:47 30-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული