თბილისის "დინამო" თურქეთში შეკრებაზე "ზორიასთან" 0:3 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ სიდეში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი ამხანაგური - საკონტროლო მატჩი ჩაატარა ლუგანსკის "ზორიასთან".

"დინამომ" თამაში აქტიურად დაიწყო და ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე ჩუგაევმა, შემდეგ "ზორიამ" კონტრიერიში განახორციელა და კოჩერგინმა ბურთი ძელს გაარტყა. ამის მერე თამაში გათანაბრდა და ბურთს უფრო ხშირად ლუგანსკელები ფლობდნენ. შედეგად, ტაიმის დასასრულს სვატოკმა ნაკუთხურალ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში უკრაინული გუნდი ფლობდა ინიციატივას, ლიუბენოვიჩმა 64-ე წუთზე მეორედ დალაშქრა საქართველოს ვიცე - ჩემპიონის კარი, ხოლო 87-ე წუთზე ავტოგოლით ანგარიში 0:3 გახდა.

"დინამოს"
სასტარტო შემადგენლობა: გულისკერია, ხარაბაძე, თოთაძე, კობოური, რუხაია, ქარდავა, ივანისენია, შულაია, კიტეიშვილი, ივინიშვილი, ზივზივაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბუნია, ერგემლიძე, გადრანი, გაბიტაშვილი, კუცია, ქოჩლაძე, მარიანოვიჩი, ბაბუნაძე, დარცმელია, ბ. ხარშილაძე

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ "ზორია" ტრნავას "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა და გოლითა და საგოლე გადაცემით თავი ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მალადეც კაჭარავა, შენ ყოფილხარ მწვრთნელი.
....
27 იანვარი 2018 16:18
0
ამ შემადგენლობით ვინმე რამე სხვას ელოდა? მიზანმიმართულად გაანადგურეს დინამო, მადლობა დინამოს ხელმძღვანელობას!
ალეკო
26 იანვარი 2018 11:46
1
რომან ფიფიამ დინამო უსახურ გუნდად გადააქცია.
სტატუს ქუო
26 იანვარი 2018 11:25
1
უკრაინელი მეკარის და რევიშვილის გაშვება ბრძნული გადაწყვეტილება იყო, სამაგიეროდ გვყავს ცხვირმოუხოცავი ღლაპები. ამან მესამე გოლი ისე შეაცილა კარში გეგონება ბურთის საპატიო ყარაული ყოფილიყო. და საერთოდაც ზორიამ ფეხი არ გაანძრევინა დინამოს. იმედია ეს დინამოს მაქსიმუმი არ არის და მოსამზადებელ პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებენ.
grego
25 იანვარი 2018 21:40
0
ამას დამარცხებას უწოდებთ??? ამას სხვა რამე ჰქვია
borgati
25 იანვარი 2018 20:22
0
არ მიხარია მაგრამ მეტის ღირსია ფიფია ესეც თქვენი გაუთავებელი ყოველწლიური გუნდის გაახალგაზრდავება და ვითომ შენება
LIVE
25 იანვარი 2018 20:11
0
შენება კიარა დინამოს ნგრევაა ეს და არა შენელებული კადრით,არამედ სწრაფი სვლით...
ასევე
26 იანვარი 2018 12:48
0

სიახლეები პოპულარული