რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
რეზოს შექმნილია 90 წლების ერთEრთი საუკეტესო დინამო.და ეგ სიმართLეა
lasha
09 თებერვალი 2018 21:20
7
ბევრჯერ აქ რეზოს ფეხბურტში დამტკიცებილი ძალიან დიდ დონეზე, როგოც ფეხბურტელს ისე ტრენერს.
merabi
09 თებერვალი 2018 17:39
9
ჯიგარი ხარ მიხიჩ
zaza
09 თებერვალი 2018 17:28
8
როგორც რეზოს და მის კოლეგებს, ისე მთლიანად ქართულ ფეხბურთს, თემურ ქეცბაიამ დაუსვა ზუსტი პროგნოზი, როცა მკვდრად მოიხსენია. თუმცა მე ბოლომდე ვერ დავეთანხმებოდი თემურს იმაში, რომ ქართული ფეხბურთი ბოლომდე მკვდარია. კი, მკვდარია, მაგრამ ეს კლინიკური სიკვდილია. კლინიკური სიკვდილიდან კი ბევრი გამოსულა და გვქონეს იმედი, რომ ქართული ფეხბურთიც გამოვა.
mamia gogoreliani
09 თებერვალი 2018 16:43
3
თქვენ ალბათ გულისხმობდით დიაგნოზს და არა პროგნოზსს. რაც შეეხება ქეცბაიას ის მართლაც დიდი პატრიოტი პიროვნება და კარგი ფეხბურთის სპეციალისტია. მე მიმაჩნია, რომ დღეს თუ ნაკრებს რაიმე ღირებული გააჩნია, სწორედ ქეცბაიასგან დარჩა(აღარ არის დემორალიზებული და დიდი ანგარიშებით აღარ აგებს და ამავე დროს თავისზე ბევრათ უფრო ძლიერ მეტოქეებთანაც შეუძლია თანაბარი ბრძოლის გამართვა და ხანდახან ფრის მიღწევაც), მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში რაღაც დააკლო და მისი წასვლა აუცილებელი გახდა. ფეხბურთში ბევრი მაგალითია, თუ როგორ ბევრისთვის მიუღწევია გუნდში მეორედ მობრუნებულ მწვრთნელს.
ქართული ფეხბურთის მომავლის იმედი მეც მაქვს, თუმცა არა ერთმანეთის და ვეტერანი ფეხბურთელების რბილად, რომ ვთქვათ აუგათ მოხსენიებით, არამედ ურთიერთთანადგომით.
gizog
09 თებერვალი 2018 17:27
3
მეც არა ერთხელ გამოვთქვი ეს აზრი.
ქართული ფეხბურთის მიმართ ხორციელდება დივერსია.
შეგნებულად კლავენ საქართველოში ფეხბურთს.
დღეს ვინც ქართული ფეხბურთის სათავეებში დგანან ამ დივერსანტების აგენტები არიან.
ამის კლასიკური მაგალითი არის ფიფია, რომელიც შეგნებულად ძირავს დინამოს.
ვის ჯერავს ეხლა რომ საქართველოში ვერ მოიძებნა 11 ფეხბურთელი რომლითაც დააკომპლექტებ დინამოს და შექმნი თუნდაც აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დონის კლუბს
lasha
09 თებერვალი 2018 12:28
9
რამაზ-ის. რაამაზ, რაღა დროს საბჭოთა კავშირია! 28 წლის ვარ და მას შემდეგ, რაც საუბარი ვისწავლე, თქვენი თაობის ადამიანები სულ საბჭოთა კავშირზე აკეთებთ აპელირებას (ასეთი ცხოვრება იყო, ასეთი "დინამო" გვყავდა და ა.შ). ჯერ ის მაინტერესებს, თუ ასეთი კარგი და მიღებული იყო თქვენთვის იქ ყოფა და ცხოვრება (მათ შორის სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის კუთხით), რატომ დაშალეთ და რატომ ჩაგვაგდეთ ჩვენ, მომავალი თაობა ასე დღეში? არა რა, რანამ თქვენი თაობა იქნება ამ ქვეყნაზე თავისი დრომოჭმული აზრებით, განვითარების თანამედროვე ტემპები, ყოველთვის შენელებული იქნება. რა უმაღლესი ლიგაო, რა მეორე თუ მე-IX ზონაო. ვის რაში აინტერესებს ეს თქვენი დრომოჭმული აზრები. გზების ძიება საჭრო და არა კომუნისტური ეპოქის გახსენებით ტკბობა.
gaga
09 თებერვალი 2018 16:10
10
აშკარად ვერ გაიგე რა დაწერა ადამიანმა და ბრაზიანი მემწვანილესავით გაკიცხე
ანდრი
09 თებერვალი 2018 16:35
1
შენ ჯიგარო , ებრაელზე და გოდორზე გსმენია ? 28 წლის კი არა , 8 წლისამ უნდა იცოდეს უკვე უფროსს როგორ ელაპარაკოს . რას ქვია სანამ თქვენი თაობა იქნება , შენ უნდა გკითხოთ როდემდე ვიყოთ ამ ქვეყანაზე თუ სტადიონზე ? შენი თაობის ფეხბურტელებმა და ,,ტრენერებმა" მოგვჭრეს საქვეყნოდ თავი, ფულზე და აიფონზე დახამებულებმა და გავლანძღო ეხლა მთელი თქვენი თაობა , ვიქნები მართალი ? ახალგაზრდა მკვდარი არ გაგიგია შენ ? ვინ დაუშალა თქვენს თაობას ფეხბურთის თამაში ? შეხმიანდით და გამოიყვანეთ ღამის კლუბებიდან მაგ თქვენი თაობის ,,იგროკ-სელფისტები " , აგერ ბურთი და აგერ მოედანი , მიდით გიშლით რაიმეს ვინმე ? თუ გიშლით კიდევ , თავ-პირს რომ ალეწავთ ერთმანეთს ქუთაისის და თბილისის ე.წ. ფანები , ეგ სასირცხვილო საქციელი მოიშორეთ და საქმისკენ მიმართეტ გონება და ფიზიკა . პატივისცემით ახალგაზრდა თაობის მიმართ.
grishka
13 თებერვალი 2018 11:55
0
ყველა გამოხმაურება
ეხ, სიბერის დ...და მ....ნ!!!!!
zaza
09 თებერვალი 2018 15:23
2
ქართული ფეხბურთი, ქართული ასტონავტია და ქართულ ქვეყანაზე მზრუნველი მთავრობა. სახარხაროა სატირალი რომ არ იყოს
რა მნიშვნელობა ააქვს
09 თებერვალი 2018 14:51
1
დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და არა სხვაგან, მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს, ბავშებს ჭირდებათ კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ, მოედნები სადაც ბურთის გაგორება შეიძლება და არა ყანის მსგავსი მოედნები, ასევე ჯანსაღი და სწორი კვება რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარაფერს არ ვამობობ იმაზე რამდენი პერსპექტიული ბავშვია და უსახსრობის გამო ვერ ვითარდება.. ეს მიზეზები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს იმდენი პრობლემებია. ბატონი რევაზი კი ყველაფერს აბრალებს უცხოეთს და ეძებს მტერს გარეთ როცა ის ჩვენ ქვეყანაშია!!
zaza
13 თებერვალი 2018 13:46
0
მეთექვსმეტე ქვეყანა რომელი იყო საბჭოთა კავშირში?
გუჯა კახაძე
10 თებერვალი 2018 13:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული