ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

AutoSharing Option
ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა "კვირის პალიტრასთან" სფფ-ის პრეზიდენტობის დროინდელი, "ტაბუდადებული" ამბები გაიხსენა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პირველად მართლაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეთ შეთავაზება სფფ-ის თავკაცად მუშაობაზე?
- ამას შეთავაზებას არ დავარქმევდი. ჩემი პრეზიდენტობა დრომ და განვლილმა საქმიანობამ მოიტანა. 2004 წელს სფფ-ის გენერალური მდივნის პოსტი ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შემომთავაზა. მაშინ გერმანიაში ვიყავი და მიზეზთა გამო უარი ვუთხარი. თუმცა 2005 წელს, როცა ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა, რადგან ასაკის მიუხედავად, მქონდა საფეხბურთო სტრუქტურებში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება და იურიდიული განათლება. მონაწილეობა
გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც მერაბ ჟორდანია დააპატიმრეს, გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი თანხმობის გარეშე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.

- ნანობთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ გადაწყვიტეთ?
- წინასწარ რომ იცოდე, რა შედეგი მოჰყვება შენს გადაწყვეტილებას, ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ უინტერესო... თუ არაფერს გააკეთებ, არც შეცდომა გექნება და იქნები შენთვის, კომფორტულად. კომფორტული ცხოვრება რომ მდომებოდა, პრეზიდენტობაზე არც ვიფიქრებდი, ჭკუათმყოფელი ამაზე არ წავიდოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა! როცა თბილისის "დინამო" აგებდა, გულშემატკივრები ჩვენს სახლში რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, გამარჯვების შემდეგ კი არავის დაურეკავს! დღეს სამშობლომ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, ნოდარ ახალკაცი, ფაქტობრივად, ცოცხლად შეჭამეს.

- თქვენმა შემცვლელმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ 9 მილიონზე მეტი ვალი დახვდა ფედერაციაში...
- ვალის აღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაგვჭირდა. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელფასს და სანაკრებო ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ როცა ბიუჯეტს ეს თანხა დევნილებისთვის სახლების ასაშენებლად დასჭირდა, სხვა გზების მონახვა დაგვჭირდა. უეფას და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, წინასწარ ჩაერიცხათ თანხები, რომლებიც მომდევნო წლებში გვეკუთვნოდა. რა, ვინმეს ჰგონია, ფედერაციის შემდეგმა ხელმძღვანელობამ სახლიდან მოიტანა ფული, ვალები საკუთარი თანხებით დაფარა?! ჩვენი აღებული თანხების დაფარვაც გრაფიკის შესაბამისად მოხდა.

- თუმცა ამისთვის სფფ-ის შენობის გირაოში ჩადებაც გახდა საჭირო...
- იმიტომ, რომ არც ფულით სავსე ტომრები მქონდა და არც იმდენი კერძო საკუთრება, ამხელა ორგანიზაციის სესხისთვის რომ იკმარებდა გირაოდ.

- პრეზიდენტობიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად შესარჩევი ეტაპის მოუგებლად დასრულება დაასახელეთ. სინამდვილეში რა მოხდა, ნოდარ ახალკაცი მართლაც გადადგა თუ აღარ იყავით ხელისუფლების ფავორიტი?
- გადადგომის ოფიციალურ მიზეზად პასუხისმგებლობის აღება დავასახელე ნაკრების წარუმატებლობისთვის, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა... მესმის ზვარაკის როლში ყოფნა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, მაგრამ ათასჯერ?! როცა ხედავ, რომ ზუსტად იმას გაბრალებენ, რის ალაგმვასაც ყოველდღიურად ცდილობ, როცა ხვდები, რომ ამ ვითარებაში მაინც მაქსიმუმი გააკეთე, უნდა გაეცალო! მართალია, მქონდა და მაქვს ამბიცია, რომ ეს საქმე კარგად ვიცი, მაინც გავეცალე არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთს, საქართველოსაც. 2009 წლის სექტემბერში წავედი და რამდენიმე თვეში ფიფასა და უეფაში დავიწყე მუშაობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეტყობა შენთვის შენნაირებს ქვია ხალხი სიმართლე ბევრს არ მოწონს ეს გასაგებია მაგრამ უპრაგონოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სიმართლისმთქმელებზე შეტევა და პირადში შეურაწყოფის მიყენება ეს სუსტი და ნაკლებზრდილობიანი ადამიანების ხვედრია.
ზაზა
14:25 13-02-2018
1
წარმატებულ ადამიანს ვერ იტანთო,რომ წერ,გააჩნია ვისთვის წარმატებული?შეიძლება შენთვის,ალბათ დაგასაქმა.მაგას ფეხბურთი რომ ესმოდეს,3-ჯერ ტელევიზიით არ იტყოდა ფინალში ოლივერ კანმა 10კმ ირბინაო.შენ კი ადვოკატო დაითვალე კანი რამდენჯერ უნდა გამოსულიყო კარიდან ცენტრამდე,რომ 10კმ ერბინა.ნოდარი კი დარსაძისგან გაგონილ ამბებს ეყრდნობოდა და ბოლოს ეროვნული ნაკრებიც ჩააბარა!შენ კიდევ ილანძღები,ხალხი არა ხართო.ჯობს შენ თავს მიხედო და თუ არ მოგწონს არ წაიკითხო!
mamuka09ze-s
14:22 13-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული