"სამგურალი" ქართველების "კარპატისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე საქართველოს მე-2 ლიგის წყალტუბოს "სამგურალი" ლვოვის "კარპატისთან" დამარცხდა 0:2.

ანგარიში მატჩში ნახევარმცველმა ამბროსი ჩაჩუამ გახსნა, შემდეგ აკულინინმა მეორე გოლი გაიტანა "სამგურალის" კარში. მე-60 წუთზე მსაჯმა მოედნიდან გააძევა "კარპატის" მცველი ლობაი, მაგრამ სპარინგების რეგლამენტის მიხედვით მისი შეცვლის უფლება ჰქონდათ და შეცვლაზე გუნდის ახალწვეული ნიკა სანდოხაძე შევიდა.

ერთსაც ვიტყვით - ყურადღებას იქცევს ჩაჩუას (სურათზე) თამაში, რომელიც ძალიან ტექნიკურია და გოლებიც გააქვს. ამბროსი 23 წლისაა, როვნოშია დაბადებული, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს რამოდენიმე მატჩი ჩატარებული, პირველ ნაკრებში არ უთამაშია, ამ ბოლო დროს
აშკარად მოუმატა და არაა ურიგო თუ მის ასპარეზობას ჩვენი ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა დააკვირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული