საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და წყალტუბოს "სამგურალმა" ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა. იმერულ კლუბში 22 წლის ლუიშ ფერნანდო ბული ითამაშებს.

Sportall.Ge

ლუიშ ფერნანდო ნასიმენტო და სილვა ამპლუით მარცხენა მცველია. 2000 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ფეხბურთელის სიმაღლე 183 სმ-ია. ბული რიო-დე-ჟანეიროს "ბოავიშტას" ფეხბურთელი იყო და იჯარით სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბში გამოდიოდა. მისი ძირითადი კარიერა სერია "დ"-ში ვითარდებოდა და ბრაზილიის თასზეც უასპარეზია.

რაც შეეხება წყალტუბოს "სამგურალს", გიორგი მიქაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე იმყოფება.

altსაქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 12 /
წაი თედოია ბიკენტიასთან, არაა მაი შენი საქმე.
კოტე
15:21 20-01-2023
0
ასე არ შეიძლება , არ მოყავთ რატო არ მოგყავვთო ვაპროტესტებთ რადგან საფეხბურთო ქვეყნიდანაა და თანაც 22 წლის იმედი ვიქონიოთ რომ დააკვორდნენ და სწორი სელექციაა , შევხედოთ ... მასე ბათუმის დონამოც ჭ - კლასია ნაპოლისთვის მაგალითად და თბილისის დინამო საერთოდ ღ- კლასის გუნდებს განეკუთვნება :)) მაგრამ ყოველწელს უშვებს ბიჭებს ევროპაში ხო ?? ასევე აკინო რომ იყო კარგი ტექნიკური ბიჭი როგორც მახსოვს მაგასაც დაბალი ლიგა ჰქონდა ნათამაშები მაგრამ ჩვენს დონეზე კი დაფრინავდა ... დავაცადოთ ასე არ გამოვა მოგყავთ რატო მოგყავთ და თუ არ მოგყავთ რატო არ მოგყავთ ...
bejo
10:58 20-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული