შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

AutoSharing Option
30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძმებ არველაძეებს შეხვდა. ამის შესახებ შოთამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს იგი ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა.

"უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს
შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ორივე მხარეს კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ის ერდოგანი არარის ქართველობას მაბრალებდენ და ამაზე უფრო საზიზღობას სომხობასო. რო ამბობდა.დდ მეტის ღირსია ჩვენი ქვეყანა რადგან ამ საქციელსაცრო მოწონება აქვს აქ ესეიგი იმქვეყანას არც თავმოყვარეობა აქ და არც ღირსება.თან ჩვენებს რო მოთხოვეს დიდგორობა კალენდარში არ შეიტანოთ როგორც ოსმალოზე გამარჯვების თარიღიო,დდ
zaza
05 მაისი 2018 14:02
2
keep your heads up boys!
რა გჭირთ არველაძეებო?!
04 მაისი 2018 18:12
1
ესენი მონებად გაყიდეს სულთან თუ რა ხდება?
გიორგი
04 მაისი 2018 12:41
1
ეგრე არა მუხლებზე დაეცით და მიწას ახალეთ თავები სამჯერ მაინც,

სადაა ქართული თავმოყვარეობა და სიამაყე.
დათო
02 მაისი 2018 09:36
3
ეგრე არა,დაუჩოქეთ და უფრო დაუხარეთ თავები
arvelazeeb-s
02 მაისი 2018 07:22
4
არველაძეები მაგარი კაცები არიან.ბევრი სიხარული მოუნიჭებიათ ქართველებისთვის.ღმერთს ებარებოდენ.
ქართველი
01 მაისი 2018 16:19
1
ერდოღანი ტრაბზონსპორის ფანი იყო ადრე და იმ გუნდის ქართველ ვარსკვლავებს ამით ძველი ამაგი დაუფასა. ვისაც ახსოვს ტყუპების იმდროინდელი გარჯა ტრაბზონსპორში და მათი პოპულარობა თურქეთში, მიმიხვდება რასაც ვამბობ!
Mazzola
01 მაისი 2018 14:41
1
ეს რა ფოტოა, ნამაზს ასრულებენ?!...
მსქროლავი ტროლი
01 მაისი 2018 10:31
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული