"ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა აქ დაბრუნება" - კახა კალაძის პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მცველი და თბილისის ახლანდელი მერი კახა კალაძე გუშინ "სან სიროზე" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩი გაიმართა.

"ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა აქ დაბრუნება. მილანი, "სან სირო" არის ჩემი მეორე სახლი, რადგან ჩემი ყველა საფეხბურთო წარმატება დაკავშირებულია ამ კლუბთან, ამ ქალაქთან, ამ სტადიონთან, ამ ხალხთან.

ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომიწია ისევ თამაში", - წერს კალაძე.

▶ კახა კალაძე ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გასაცილებელ შეხვედრაზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული