
"ლომბარდიელები" 27 თებერვალს გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდებიან, 2 მარტს კი "ლაციოს" მიიღებენ და თუ ამ შეხვედრებში გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებენ.
აღსანიშნავია, რომ კონსეისაო მიმდინარე სეზონში "მილანის" უკვე მეორე მწვრთნელია და მან აღნიშნულ პოსტზე გასული წლის ბოლოს თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.