"ტორპედოს" ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
უეფამ ევროტურნირების რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რაც შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონს, ქუთაისის "ტორპედოს" წაადგეს.

კერძოდ, თუ "ტორპედო" პირველივე ეტაპიდან გავარდა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს და ჩემპიონთა ბადეში მოხვდება. ჩემპიონთა ბადის გუნდებს კი მეტოქეებად სუსტი მოწინააღმდეგე ეყოლებათ.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპიდან გავარდნილი გუნდები გადავლენ და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადამლახავ გუნდებს შეხვდებიან.

ანუ "ტორპედოს" ძლიერი მოწინააღმდეგე არ ეყოლება და ეგებ ეს შანსი გამოიყენოს. ოღონდ, საქართველოს ჩემპიონს უდავოდ გაძლიერება სჭირდება.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ციკლის წილისყრა 19
ივნისს გაიმართება.

alt'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?

მკითხველის კომენტარები / 7 /
2001-2003 წლების ტორპედო რომ იყოს, კიდე შეიძლება. ან 2011 წლის ზესტაფონი.
12
12 ივნისი 2018 13:06
0
სტატიის ავტორ - მაგარი ღადაობა გცოდნია :D
dato30
12 ივნისი 2018 12:33
1
ქართულ კლუბებს სულ რო არავინ შეხვდეთ მაინც ვერ გავლენ :)
ნოდო
12 ივნისი 2018 12:24
0
ბავშვთა ასე 12- 13 წლიანების ტურნირზე რომ მიიღონ მონაწილეობა იქაც კი არა აქვთ შანსი ეს ჟურნალისტები რეებს ჯღაპნით რა შანსებზე საუბრობთ...
zmo
12 ივნისი 2018 12:05
0
ტორპედოზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე სუსტი სადმე რომელიმე გუნდი გეგულებათ? ესპანეთის 12 წლამდე ბავშვების თამაშებს ვუყურე და მივხვდი რომ 50 წელიწადი ვერსად ვერასოდეს გავალთ სრული სისულელეა. ნებისმიერი ევროპელი 11-12 წლის ბიჭი ბევრად უფრო ჭკვიანი ფეხბურთელია ვიდრე მთელი ჩვენი ქართული ფეხბურთი. სად გავალთ სად გამოვალთ რა სისულელეა? ქუთაისის ტორპედოს ვატიკანის ბერებისგან შემდგარი სამოყვარულო კლუბიც კი გამოაგდებს სად ვბანაობთ საერთოდ?
dadu
12 ივნისი 2018 10:14
3
რეალისტები ვიყოთ.. თუ არ გავძლიერდით მეკარის გარდა ყველა რგოლში, არა მგონია ვიხეიროთ.. მაგრამ რა დროს გაძლიერებაა, მოვიდა უკვე ევროსეზონი..
ქუთაისელი
12 ივნისი 2018 10:04
0
ამ სასტავით ტორპედოს ყველა გამოაგდებს...
dinamo
12 ივნისი 2018 00:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული