"ტორპედოს" ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
უეფამ ევროტურნირების რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რაც შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონს, ქუთაისის "ტორპედოს" წაადგეს.

კერძოდ, თუ "ტორპედო" პირველივე ეტაპიდან გავარდა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს და ჩემპიონთა ბადეში მოხვდება. ჩემპიონთა ბადის გუნდებს კი მეტოქეებად სუსტი მოწინააღმდეგე ეყოლებათ.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპიდან გავარდნილი გუნდები გადავლენ და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადამლახავ გუნდებს შეხვდებიან.

ანუ "ტორპედოს" ძლიერი მოწინააღმდეგე არ ეყოლება და ეგებ ეს შანსი გამოიყენოს. ოღონდ, საქართველოს ჩემპიონს უდავოდ გაძლიერება სჭირდება.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ციკლის წილისყრა 19
ივნისს გაიმართება.

alt'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?

მკითხველის კომენტარები / 7 /
2001-2003 წლების ტორპედო რომ იყოს, კიდე შეიძლება. ან 2011 წლის ზესტაფონი.
0
სტატიის ავტორ - მაგარი ღადაობა გცოდნია :D
dato30
12:33 12-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული