sports.kz: "ტობოლმა" "სამტრედიის" ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადალახოს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "სამტრედიასა" და "ტობოლს" შორის სტატია მიუძღვნა ყაზახურმა sports.kz-მ.

ავტორმა მკითხველს ქალაქ სამტრედიის და საფეხბურთო კლუბის შესახებ მოუთხრო, მოუყვა მისი წარსული და ის, თუ როგორ მდგომარეობაშია ამჟამად გუნდი - ფაქტებით და ობიექტურად და დასასრულს დასძინა:

"ეს საკვალიფიკაციო ეტაპი "ტობოლმა" რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა გადალახოს. დღევანდელი "სამტრედია" შეუთამაშებელია და ახლა უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან კოლექტივად. თუმცა, იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ტექნიკურ ქართველებს ცალი ფეხით მოვუგებთ. ევროტურნირებზე სუსტი გუნდები არ არიან. ყოველი
მატჩისთვის სერიოზულად განწყობაა საჭირო".

altგია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა

alt"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის


მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც ხართ ის დაწერა იმ კაცმა, არ მოგიგებენ თუ, ორივე თამაშს დიდი ანგარიშითაც მოგიგებენ, ისე ძაან კარგია ტობოლზე ფსონის დადება
samarTali
10 ივლისი 2018 12:02
1
რა სირცხვილია ამათ რო ვაბლატავებთ.
ელემენტარული კულტურა არ გამოუჩენიათ არაადროს ''მეგობრებს". ჟურნალისტები ასე რომ ფიქრობენ და წერენ, წარმომიდგენია ერთი გულშემატკივარი რას გააკეთებს. არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა ჯერსერთი. რომც იყოს ასე, ასე აგდებული არ უნდა წერდე მეტოქეზე. ყველა ქართველს იგდებს მასხრად. სულ ასე გვგდებენ წერილებით მასხრად აზერები და ყაზახები
ოე, სოფელო)))
10 ივლისი 2018 09:34
3
რაც ხართ ის ხართ ბიძია და სწორადაც წერენ
feola
10 ივლისი 2018 12:03
0
გვესიამოვნება თუ არა, ქართული კლუბები ყველაზე ძლიერები იყვნენ სააკაშვილის დროს. პირველ რიგში ფინანსურადა. მაშინ უგებდა დილა ანორთოსის, დილა ოლბორგს და რეებსაკეთებდნენ, ყოველ წელს ველოდით ლიგაში ან ევროპის ლიგაზე თამაშს. ეხლა მე პირადად სიხარულით არც ვხვდები, წინასწარ ცნობილია რომ ქართულ კლუბებს მიწასთან გაასწორებენ. შევეცადოთ მეტი გოლები მაინც გავიტანოთ.
...
10 ივლისი 2018 08:20
8
არა! მე ვამბობ,რომ სააკაშვილის დროს იყო ეკონომიკა შედარებით უკეთესი და ეს ფეხბურთზეც აისახა მეთქი, თორემ, სააკაშვილს ფეხბურთთან არაფერი აკავშირებს, შეიძლება არც იცნობდეს. უბრალოდ იმის დროს დაემთხვა მეთქი.
...
10 ივლისი 2018 13:51
0
რა შუაშია სააკაშვილი, მაგას ფეხბურთი ისე ესმოდა, როგორც მე ჩინური. ფეხბურთელთა თაობა იყო უკეთესი, ახლა სულ მდიდარი მამიკოს შვილები დადიან ფეხბურთზე, ლუბლიანას ქუჩაზე არსებული დინამოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორია გავსებულია ჯიპებით.
dato
10 ივლისი 2018 12:12
0

სიახლეები პოპულარული