გია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ტობოლთან" პირველი მატჩის წინ "სამტრედიას" მწვრთნელმა, გია ცეცაძემ პრეს-კონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა და ობიექტურად შეაფასა სიტუაცია.

"მატჩისთვის ვემზადებით და შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ. მაგაში მოგებაც იგულისხმება, ფრეც და წაგებაც. წაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ფეხბურთი ყოველთვის მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული, არც გერმანია არ ფიქრობდა კორეასთან დამარცხებას, მაგრამ დამარცხდა. გუნდში ცოტა ხანია რაც მოვედი. შემადგენლობა შეიცვალა. ადვილი სიტუაცია არაა. მიზანზე ხმამაღლა ლაპარაკს არ ვაპირებ.

სექტემბრამდე "სამტრედიაში" ვიმუშავებ. ჩემის აზრით, გუნდში ცუდი ფეხბურთელები არ არიან. უნდა მოვახერხოთ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ფორს-მაჟორულ
ვითარებაში ვართ.

მეტოქე კარგად შევისწავლეთ, ვნახოთ როგორ შევძლებთ თამაშს. მარტო ანალიზით თამაშს ვერ მოიგებ".

alt"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის

altsports.kz: "ტობოლმა" "სამტრედიის" ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადალახოს

მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანიის ნაკრებს შეადარა თავი?
gori
11:53 10-07-2018
0
ამან პარალელი გაავლო თუ პერპენდიკულარი?
oneli
03:10 10-07-2018
0

სიახლეები პოპულარული