"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში თბილისის "დინამომ" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია. თუმცა, რომ არა მიკერძოებული მსაჯობა და ვაწაძის მიერ შეხვედრის დასასრულს ხელიდან გაშვებული შანსი, უთუოდ გაიმარჯვებდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამწუხაროდ, "დინამომ"
ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური
შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ სლოვაკები შეტევაზე გადავიდნენ და ბულისკერიამ პირისპირ გასული ჰერცის დარტყმული ბურთი მოიგერია. "დინამომ" საპასუხოდ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, გოლიც გაიტანა (ავტოგოლი იყო) და ბოსნიელმა მსაჯმა ინფან პელიტომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნიასკა სტრადას" კარში [VIDEO]

აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.


altკახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება

დრო გადიოდა, "დუნაისკა სტრედა" უპირატესობას ვეღარ ფლობდა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და - 1:1.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

altსლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ


დუნაისკა სტრედა. "მოლ არენა" 8 759 მაყურებელი
დუნაისკა სტრედა - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)

დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
მკითხველის კომენტარები / 40 /
სამწუხაროდ თამაში არ მინახია და ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებ, მაგარი გადარჩენილები ვართ რო არ წავაგეთ. კი ვაწაძესაც ქონდა თითქოს 100%-იანი შანსი, მარა ფაქტია რო გააცუდა. მაღალტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ვიდეოდან...
გიორგი
13 ივლისი 2018 09:40
1
არჩათვლილი გოლი სწორად შეაფასა მსაჯმა და არც უნდა ჩათვლილიყო.ელემენტალური წესების ცოდნა.თამაშგარე რო არ დაფიქსირდეს ბურთს უკან მინიმუმ 2 მოთამაშე უნდა იყოს(99% ეს ერთი მეკარეა მეორე მცველია) ხო თუ დააკვირდებით მეკარე წინ არის და აქედან გამომდინარე ბურთს უკან მხოლოდ მცველი დარჩა(ანუ 1 მოთამაშე) რაც 100% თამაშგარეა (როცა ფეხბურთზე წერთ სტატიას უნდა იცოდეთ წესები მაინც) ხოლო დინამოს რაც შეეხება მართლა კარგი გუნდია კარგი ბიჩები არიან.უბრალოდ გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ესეთ დროს.წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რო თბილისში სასურველ შედეგს მივაღწევთ.
rodemdeeeee
13 ივლისი 2018 09:07
2
კარგი იყო მონდომება და ფიზიკა, რაც არც თუ ისე პატარა ფაქტორია.არაუშავდა ტექნიკას. ცუდი იყო დაცვა, ფლანგიდან შეტევის დროს არ აზღვევდნენ ერთმანეთს რაც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა, ასევე ვაწაძის ვერ გატანილი გოლი(გაეჩერებინა ბურთი ვინ უშლიდა). მთავარია რომ გვაქვს მომავლის იმედი, უნდა გავძვრეთ სემდეგ ეტაპზე და ხალხიც მივა სტადიონზე.
mamuka
13 ივლისი 2018 08:17
0
კარგი თამაში იყო და მოგებაც შეიძლებოდა...
status quo
13 ივლისი 2018 01:37
1
მე პირადად ბულისკერიაზე ცუდი მეკარე ცხოვრებაში არ მინახავს. ჩემი სუბიექტური აზრია და იმედია არ დაბლოკავთ...
superman
13 ივლისი 2018 01:17
7
გასაგებია რომ ახალგაზრდაა მაგრამ ნიჭი მაინც ხომ უნდა ეტყობოდეს დალოცვილს? ამხელები იყვნენ დიდი მეკარეებიც უკვე სერია ა-ში ხა ლა ლიგაში გრანდების კარებს რომ იცავდნენ მაგრამ მსგავსი არაადეკვატური მოქმედებები მოედანზე არ ქონიათ. თან ეს არ ხდება მხოლოდ ამ თამაშში, დააკვირდით ეროვნულ ლიგაშიც. თამაშში უშვებს მინიმუმ 4-5 უხეშ შეცდომას. ჩემზე დიდი გულშემატკივარი ქართულ ფეხბურთს არ ყავს მაგრამ ამ ბიჭისგან ისე გამოვა დიდი ფეხბურთელი როგორც... მაშინ ჩავაყენოთ კარში 13 წლის ბავშვიც და წააგოს გუნდმა და ვიძახოთ რომ ახალგაზრდაა და გაიზრდება იმედია (ოღონდ რაზე დაყრდნობითაა ეს იმედი რომ არ ვიცით)
Superman
13 ივლისი 2018 12:29
1
რამდენი წლისა გგონია ეს ბიჭი?ჩინებული მეკარე ეზრდება დინამოს.ამ თამაშში უფრო დამცველების ნევროზულ თამაშს აღვნიშნავდი,ხშირად ფაციფუცობდნენ და ცდებოდნენ,მგონი მეტისმეტი მონდომებისაგან უფრო.ბულესკირია კი მას შემდეგ შეცდა,როცა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და ჯერ ისევ შოკში იყო.ბიჭებზე აუგის სათქმელად,ენა არ მომიბრუნდება,ბოლომდე დაიხარჯნენ და მადლობა ამისათვის.თბილისში კი კიდევ უფრო თავდაჯერებულ თამაშს ველი.
პ.ს. კიტეიშვილის თამაშს რომ ვუყურებ,თუნდაც ესპანეთის მეორე ლიგისათვის მეცოდება,ეს მისთვის ერთი წლის დაკარგვა მგონია.ვფიქრონბ ფიზიკურად თითქმის,ტექნიკურად კი მთლიანად მზადაა ლა ლიგაში სათამაშოდ და მენტალურადაც შორს არ უნდა იყოს მისგან.
სოსო
13 ივლისი 2018 10:25
0
ყველა გამოხმაურება
მოკლეთ ფიფიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ მინიმუმ არ განმეორდეს ასეთი რაღაცეები უკვე მარაზმია ... გაამზადოს საჩივარი , მოამზადოს ბოლო 3 - 4 წლის გადამწყვეტი მომენტები მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებები და მოითხივკმოს კვალიფიკაციური სუდიები
benji
13 ივლისი 2018 01:16
1
ცოტა უფრო ასაკოვნები რომ ყოფილიყვმემ ჩვენი ბიჭენი,უსათუოდ გაიმარჯვებდნენ.ჰამოც დილენა არ გვეყო.მთლიანობაში ჩვენმა გუნდებმა 5 ქულა აიღეს,რაც შარშანდელი ფიასკოს შემდეგ მშვენიერი შედეგია.სამტრედიასაც უნდა აეღო,მაგრამ მათ მდგომარეობაში,მაგაზეც მადლობა.ვაწაძე გამოცდილი ბიჭია და ასეთი მომენტის გაფუჭება არ ეპატიება,რათ უნდოდა ძალა ცარიელ კარში,მეკარე მაინც ვერაფერს იზავდა,თანაც დასვენებული იყო
სოსო
13 ივლისი 2018 01:16
0
დუნაისკა სტრედას ბარიაერის გავლა შესაძლებელია,მაგრამ შემდგომ ეტაპზე უკეთეს გუნდთან ძალიან გაუჭირდება დინამოს ამ თამაში მოწინაღმდეგემ სტატისტიკურად ყველაფერში აჯობა დინამოს.
ასეთი არაორგანიზებული თამაში დაცვაში და ამდენი შეცდომა ბურთის ამოტანისას არ შეიძლება უფრო მაღალი კლასის გუნდი,რომ ყოფილიყოო ერთი 3 ბურთს გაგვიტანდნენ სტრედამ ბევრი მომენტი გაგვიკეთაა საბედნიეროდ ვერ გამოიყენეს.
ძალიან ნიჭიერი მონდომებული და მებრძოლი ბიჭები ჰყავს დინამოს,მაგრამ სამწუხაროდ ზედმეტად ახალგაზრდები არიან და აკლიათ გამოცდილებაა, ორგანიზება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა მარტო მეკარემ 2 ისეთი შეცდომა დაუშვა,რომ ბეწვზე გადარჩა გუნდი, ასეთი დონის ტურნირზე გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე მარტო ახალგაზრდებით წინსვლაა ძალიან გაუჭირდება დინამოს.
giorgi
13 ივლისი 2018 01:13
2
მსაჯები იმენა მაგრად გვწვავდნენ, წესით უნდა გავასაჩივროთ როდისკვალიფიკაცია მისცენ
რომა
13 ივლისი 2018 01:07
0
გოლი რა იყო ჩასათვლელი 100% თამაშგარე იყო. დანარჩენებზე კიდე მანპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას
rodemdeeeee
13 ივლისი 2018 10:22
4
ასეთი მაღალი დონის თამაში ქართული კლუბის შესრულებით დიდი ხანია არ მინახავს, მსაჯები ქართულ გუნდებს არასდროს არ წყალობენ თითქმის.მაღალი სისწრაფეები იყო.
kika
13 ივლისი 2018 01:02
7

სიახლეები პოპულარული