"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში თბილისის "დინამომ" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია. თუმცა, რომ არა მიკერძოებული მსაჯობა და ვაწაძის მიერ შეხვედრის დასასრულს ხელიდან გაშვებული შანსი, უთუოდ გაიმარჯვებდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამწუხაროდ, "დინამომ"
ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური
შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ სლოვაკები შეტევაზე გადავიდნენ და ბულისკერიამ პირისპირ გასული ჰერცის დარტყმული ბურთი მოიგერია. "დინამომ" საპასუხოდ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, გოლიც გაიტანა (ავტოგოლი იყო) და ბოსნიელმა მსაჯმა ინფან პელიტომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნიასკა სტრადას" კარში [VIDEO]

აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.


altკახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება

დრო გადიოდა, "დუნაისკა სტრედა" უპირატესობას ვეღარ ფლობდა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და - 1:1.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

altსლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ


დუნაისკა სტრედა. "მოლ არენა" 8 759 მაყურებელი
დუნაისკა სტრედა - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)

დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
მკითხველის კომენტარები / 40 /
მომეწონა ბიჭების თავდადება აზრიანად ირჯებოდენ. პატარა უწვერულვაშო ბიჭებია და ნუ ჩაუკრით წკალში თავდადებას. უხეშობდნენ ზაან მასპინძლები მსაჯს ეძინა. მეკარე ნერვიულობდა თავიდან თუმცა მერე დალაგდა. კარგი გუნდია და გამოცდილებას მიიღებენ და უკეთ ათამაშთებიან. მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით ვართ ყველა გართული და მასეთ დონეს ნუ მოვთხოვთ. მე უყურე თავიდან ბოლომდე ვინერვიულე და უქომაგე და ამაყიც ვარ ამ პატარა ბიჭებით. მადლობა ყველას.
Ipponi
13 ივლისი 2018 12:54
0
კარგი იყო ბიჭების გამოსვლა,სერთოდაც კარგი,ლამაზი ფეხბურთი იყო და არა "სვარკა".ფაქტია ბიჭებს პოტენციალი აქვთ,კიტეიშვილი ხომ საერთოდ ტალანტია.იქნებ დინამომ ცადოს და ეს კოლექტივი რამდენიმე სეზონით შეინარჩუნოს,დარწმუნებული ვარ შედეგები ექნებათ.ვისაც ქართული ფეხბურთი არ უყვარს,მისი არ სჯერა,ნერვებს უშლით და ა.შ ნუღარ უყურებენ და ნუ აკომენტარებენ,ვერ ვხვდები რატომ იშლიან ნერვებს.
levan
13 ივლისი 2018 13:58
0
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფრეს მინიმუმ იმსახურებდნენ. კიტეს კლასის ფეხბურთელი იმათ არ ყავთ.თბილისში ყველანი სტადიონზე დაერთობლივი თანადგომით გავალთ შემდეგ ეტაპზე.ელიგის დონე აშკარად მომატებულია,ყველა გუნდმა საშუალოდ ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ.
fc saburtalo
13 ივლისი 2018 11:11
0
ბოლო წუთზე ისეთი მომენტი გაანიავა ვაწაძემ ...(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
oto
13 ივლისი 2018 11:06
0
დინამომ უკეთესად ითამაშაო? თამაში თუ არა, ეს ვიდეო მაინც არ გაქვთ ნანახი, აქ რომ გიდევთ?
ვვვ
13 ივლისი 2018 10:58
4
რა მოგებაც შეეძლოთ, ღადაობთ თქვენ? თამაშს არ უყურეთ? მხოლოდ ის ბოლო მომენტი ნახეთ როცა დინამომ შტანგას გაარტყა? ტიპებმა გადაგვიარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემთხვევით მოხდა ის რომ 1:1 დასრულდა. ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა!!! მეკარე აბსოლიტურ მისკომუნიკაციაში იყო თავის მცველებთან. ერთი-ორჯერ თხასავით უაზროდ გამოვარდა წინ. თუ დაალაგებენ თამაშს, ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება, მაგრამ აი მერე რა იქნება უკვე ძნელი სათქმელია. თუ ფეხბურთელები არ დაიმატა დინამომ აზრი არ აქვს.
al
13 ივლისი 2018 10:37
6
რომ არა ფიფიას სიძუნწე ამათ იოლად მოვუგებდით .... 3 ნორმალური ბრაზილიელი ლეგიონერი და 3 გოლს მინიმუმ გაუტანდით ......
დათო რუსთავიდან
13 ივლისი 2018 09:44
1
კარგი იყო მონდომება და ფიზიკა, რაც არც თუ ისე პატარა ფაქტორია.არაუშავდა ტექნიკას. ცუდი იყო დაცვა, ფლანგიდან შეტევის დროს არ აზღვევდნენ ერთმანეთს რაც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა, ასევე ვაწაძის ვერ გატანილი გოლი(გაეჩერებინა ბურთი ვინ უშლიდა). მთავარია რომ გვაქვს მომავლის იმედი, უნდა გავძვრეთ სემდეგ ეტაპზე და ხალხიც მივა სტადიონზე.
mamuka
13 ივლისი 2018 08:17
0
ერთი წლისაც არაა ეს გუნდი, თან უმრავლესობა ბავშვები არიან და მაგის პირობაზე საკმაოდ კარგად ითამაშეს . მინმუმ სამი ოთხი წელი მაინც უნდა შენარჩუნდეს გუნდის შემადგენლობა თუ რაიმე შედეგის მიხწევა გვინდა , მაგრამ ფიფიას ეგ სულ არ აინტერესებს ...
დათო რუსთავიდან
13 ივლისი 2018 19:41
0
ხალხო როგორ მსჯელობთ,რა კომენტარებს აკეთებთ,ეს იყო ბოლო წლების ძალიან კარგი გამოსვლა,ბიჭებმა არაფერი არ დაუთმეს,განსაკუთრებით ტექნიკაში ვაჯობეთ,ზოგიერთმა მართლა სვარკას უყურეთ? როგორ შეიძლება ასე მსჯელობა,ასევე არ დაგავიწყდეთ მსაჯის ფაქტორი,ის მიკერძოებული იყო და ამ ყველაფრის ფონზე ყოჩაღ ბიჭებს,მე არ ვიცი ეს მატჩი ჩვენებს შემთხვევით გამოუვიდათ თუ ასე არიან მომზადებულები,ამ კითხვას პასუხს საპასუხო შეხვედრა გასცემს, თუ ასეთივე შემართებით ვითამაშებთ თბილისში,მაშინ გასულები ვართ და სერიოზული პრეტენზია გვექნება ჯგუფში მოხვედრაზე,ასე,რომ ყოჩაღ ბიჭებს და იმედია ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს.ერთი რამ მინდა დავამატო:როდის შეწყდება ევროპიდან გადამუშავებული ხლამის დასაქმება საქართველოში,მე ვაწაძეზე და მისნაირებზე მაქვს საუბარი,როგორ შეიძლბოდა ბოლო წუთზე ასეთი მომენტის არ გამოყენება,ბატონო კაჭარავა ახლებზე,ნიჭიერ ხალხზე გააკეთე აქცენტი,ვაწაძე კარგი,რომ ყოფილიყო მას საქართველოში ვინ გამოუშვებდა,ცოტა იაზროვნე.
roma
13 ივლისი 2018 12:57
4

სიახლეები პოპულარული