სლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ "დუნაისკა სტრედას" საიტმა მიმოხილვაში აღნიშნა, რომ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბოლოს კი ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და კინაღამ დამარცხდნენ.

სლოვაკები თავიანთი გუნდის დომინირების ფონზე შედეგს არასამართლიანად მიიჩნევენ და აღიარებენ, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან.

იგივე მოსაზრებისაა საფეხბურთო პორტალი profutbal-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ერთი გოლი კიდევ უნდა გაეტანათ და გაიტანეს კი არა, წაგებას ძლივს გადაურჩნენ.

აი, რა განაცხადეს ნამატჩევს მეტოქე გუნდის მწვრთნელმა და
ფეხბურთელებმა.

მარკო როსი (მწვრთნელი):"წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ შეხვედრის კარგად დაწყება იქნებოდა მნიშვნელოვანი და მე-15 წუთზე გოლი გავუშვით. ცოტა ხანი ვერ გამოვერკვიეთ, არ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა. მერე "დინამო" დავჯაბნეთ. სტატისტიკისათვის გადახედვის დრო არ მქონდა, მაგრამ ფაქტია, ვდომინირებდით. 7-8 მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამისათვის კინაღამ დავისაჯეთ. უიმედოდ არ ვართ. თბილისში კარგ მატჩს ველი. იმედია, საქართველოში უფრო გაგვიმართლებს".

ლიუბომირ სატკა (მცველი):"ქართველები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და გაგვიჭირდა. გაშვებულმა გოლმა ჩვენზე ზეწოლა გააძლიერა. ვეცდებით თბილისში გავიმარჯვოთ".

მარინ ლიუბიჩიჩი (ნახევარმცველი):
"პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ეს საშინაო შეხვედრებში ხშირად გვემართება. მოწინააღმდეგის დაცვის დასაძლევად ძალა არ გვეყო. ასე მგონია, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უშანსოდ არ ვართ".

alt "დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოხ ეს მსაჯები 100 პროცენლიანი გოლი არ ჩაგვითვალეს. მსაჯებისგან ეს დამოკიდებულება დიდი ხანია გრძელდება ჩვენს მიმართ. გაიხსენეთ თუნდაც წინა წლები, თუნდაც გაბალასთან გასვლაზე, როგორ გააგდეს თოთაძე მინდვრიდან და ამ დროს 70-ე წუთი იყო 1-0 ვაგებდით.90 წუთზე გაგვიტანეს გამარჯვების გოლი.თბილისში 1-0 გვქონდა მოგებული.სხვას ასეთს აღარ ჩამოვთვლი!
kika
09:42 13-07-2018
3
ოპტიმიზმი კაია მაგრამ უშანსოდ ხართ. თავი გაიმხნევეთ თორემ მოიდა ოთარ კიტეიშვილი :))
oeee
15:35 13-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული