"ტორპედოს" მეტოქე 567-კაციანი სოფლიდან - რა ძალას წარმოადგენს "ვიკინგური"?

AutoSharing Option
ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს: ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა".

ახალი წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადადის. "ტორპედოს" მიერ "შერიფის" ბარიერის ვერდაძლევის შემდეგ, მისი მომდევნო მეტოქე ევროპა ლიგის ჩემპიონთა რაუნდში ფარერების "ვიკინგური" იქნება.

"ვიკინგური" ფარერების კუნძულის ჩემპიონია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე ფინურ "ჰიკს" დაუპირისპირდა და ჯამში 5:2 დამარცხდა.

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა - ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

"ვიკინგურის" ისტორია
კლუბის ოფიციალური სახელწოდებაა "ვიკინგურ გოტა". ის 2008 წელს "გი

გოტასა" და "ლეირვიკის" შეერთების შედეგად დაარსდა. კლუბი სოფელ ნორდრაგოტას გუნდია, სადაც სულ რაღაც 567 ადამიანი ცხოვრობს.

კლუბს ამ სოფელში საკუთარი სტადიონიც აქვს, სადაც 1600 ადამიანი ეტევა, თუმცა მხოლოდ 440 სკამია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ისინი სოფელ ტოფრირის 6000-იან სტადიონზე თამაშობენ, სადაც სულ რაღაც 793 ადამიანი ცხოვრობს. მოკლედ, ქუთაისელებს ეგზოტიკური გასეირნება ელით.

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" ჩემპიონატში თამაშობს
Sportall.Ge

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" "ტორპედოს" დახვდება
Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენენ ვიკინგები?
კლუბში 5 ლეგიონერია და "ტრანსფერმარკეტზე" კლუბის საერთო ღირებულება 450 000 ევროს შეადგენს, როცა 450 000 ევრო ქუთაისის "ტორპედოში" ერთი ფეხბურთელი ღირს - გიორგი ქიმაძე.

ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ კლუბში ფეხბურთელთა ნაწილი თანხობრივად არ არის შეფასებული. "ჰიკთან" გამორჩეული იყო 23 წლის ფარერელი გუნარ ვატნჰამარი, რომელმაც ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში კი კლუბის ბომბარდირი 33 წლის ნიგერიელი ადეშინა ლავალია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"ვიკინგებს" ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი ფეხბურთელი დააკლდებათ, რადგან მათ "ჰიკთან" ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღეს. ესენია: 39 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჰანს ჯურჰუუსი და 31 წლის მოლდოველი ლეგიონერი ადრიან კასკავალი.

გუნდის კაპიტანი 36 წლის მცველი ატლი გრეგერსენია, რომელიც ამავდროულად, ფარერების კუნძულების ნაკრების კაპიტანიცაა. "ვიკინგურიდან" ნაკრებში დაახლოებით 3 ან 4 ფეხბურთელი თამაშობს.

მოლოდინი

"ტორპედოს" მართებს, მეტოქე ორივე შეხვედრაში დაამარცხოს. ამით "შერიფთან" მარცხით გაფუჭებულ განწყობას ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც გამოიკეთებენ. ამადროულად, სარეიტინგო ქულებსაც მოიმატებენ.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ნამუსი რომ ქონდეთ საერთოდ აღარ უნდა ითამაშონ!!!
tarieli
21 ივლისი 2018 21:17
1
ამათთანაც თუ წავაგეთ, აღარ ვითამაშოდ საერთოდ. ნამუსიც კარგი საქონელია.
1
21 ივლისი 2018 14:35
0
რამდენი კაცი ცხოვრობს ეგ არაფრის მთქმელია...და აი ბიუჯეტი რამდენი აქვს მართლა საინტერსოა!
SOLO
21 ივლისი 2018 10:12
1
მოდი დაცინვებს შეეშვით, ფეხბურთი ფეხბურთია და არ აქვს მნიშვნელობა 10 კაციანი სოფელი თამაშობს თუ 100 მილიონიანი. ისლანდიის მაგალითმა რა ვერ გასწავლათ? ხოლო ფარერებს ინახავს, ნორვეგია და დანია.
...
21 ივლისი 2018 09:43
2
თორი რამდენიმე ზოგჯერ იალის კართან და გიზოჯგორზე გადავა სირაქლემა! ეს არის კოზირი, მთვარე ურიგო არ არის. თორემ 4-ჯერ ექვსი და რუმკიფეს ნამდვილი გამარჯვება უნარებიანი გამოადგა. ტორპედო აუცილებლად სამაგისო მოდა რებეტი.
ლუკა
21 ივლისი 2018 04:01
4
რას ბოდავ თუ კაცი ხარ?! :)
nika
22 ივლისი 2018 19:35
0
ტორპედო რისი მომგებია ისევ ჯობია არ გამოცხადნენ ძაან ძლიერი გუნდია ვიკინგური 3-0 წაგება ჯობია ვიდრე განადგურდეთ, ვიკინგური ძალიან მაღლა დგას ტორპეტოსთან შედარებით !!
GIO GIO `
20 ივლისი 2018 19:17
27
Eg vikinguri ikneba tavze rom daamxobs, nishnis mogebit ar vambob, aramed realobidan gamomdinare. Arc chempionatis martshi dackeba adgebat, radgan ziritadi satransfero bazari 30 june shemdeg ixsneba da mainc axali shemadgenlobebit xvdebian Europa sezons kartuli "grandebi".
Goga
20 ივლისი 2018 18:44
8
მოვესწარით! კიდევ გასარკვევი დარჩა, მოვიგებთ თუ არა. საქართველოს ჩემპიონს, თუ რამეს წარმოადგენს, "შერიფისთვის" უნდა მოეგო!
მერაბი
20 ივლისი 2018 18:12
0
ჰიკის თუ მოუგეს 5-2 მართლაც და მაგრები ყოფილან მაგრამ, დააკვირდით 39 წლის, 36 წლის 35 წლის თითქმის ყველა ბებერია და ბებრებს თუ ვერ მოუგეს ახალგაზრდებმა, მაშინ საერთოდ უნდა დაანებონ თამაშს თავი.
ოდნავ ტემპის მომატება და ბებრები ვერ გაქაჩავენ, რა თქმა უნდა, თუ ფიზიკურად მომზადებული იქნებიან ქუთაისელები და არა ისე, მელოტ და ბებერ მსაჯსს რომ საცემრად გამოეკიდება ფეხბურთელი და ვერ დაეწევა, ესეთ კაცმა არ უნდა თქვას ფეხბურთელი ვარო.
კ ო მ ბ ლ ე
20 ივლისი 2018 17:59
3
კი არ მოუგეს წააგეს ჰიკთან 5-2. ისევე გადმოინაცვლეს ევროპა ლიგის კვალიფიკაციაზე როგორც ტორპედომ
დავით 67
21 ივლისი 2018 17:51
0
წავაგებთ. ვიკინგური კარგი გუნდია...
აკო
20 ივლისი 2018 17:16
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული