კახა ჩხეტიანი: ვალდებული ვართ, "ვიკინგურის" ბარიერი დავძლიოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე ფარერების "ვიკინგურს" შეხვდება.

Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა. ჩვენ მას "შერიფთან" შეხვედრაზე, "ვიკინგურთან" მომავალ დაპირისპირებაზე და კლუბი ორ ახალ ფორვარდზე ვესაუბრეთ.

"შერიფთან" პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ამიტომ ამ მატჩს დადებითად შევაფასებდი. ამ კლუბის დამარცხება იოლი საქმე არ არის.

მეორე შეხვედრას დადებითად ვერ შევაფასებდი, რადგან წავაგეთ რა მომდევნო ეტაპზე ტირასპოლის გუნდი გავიდა.

"შერიფს" ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენი კლუბში კი ფეხბურთელები დაახლოებით ორი კვირით ადრე მოვიდნენ, კარგი გუნდი
გვყავს, მაგრამ შეთამაშება გვაკლდა, ალბათ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდლათ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ, თითქოს მოსამზადებელ ეტაპებს გადიან , რადგან მათ თავიანთი ჩემპიონატები დიდი ხანია დაუმთავრდათ.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქე "ვიკინგურს", მათი წინა თამაში ვნახეთ და ეს კლუბი შევისწავლეთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი დავლძლიოთ.

ორი ფორვარდი დავიმატეთ. მილოშ ლაჩნი "ჟილინას" ფეხბურთელი იყო, ვლადიმერ ვაისთან კონსულტაციები გავიარეთ და მასზე მხოლოდ კარგი გვითხრა, ასე რომ გვჯერა გამოგვადგება.

რაც შეეხება სურინამელ გლეოფილო ვლიტერის, უდავოდ ნიჭიერი ბიჭია და თავი მოგვაწონა. სხვანაირად ჩვენთან ვერც მოხვდებოდა.

მას სურინამის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ღმერთმა ქნას, მას ყველაფერი კარგად წაუვიდეს და გუნდი გააძლიეროს", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ისე ამბობს ლეგიონერები ორი კვირის წინ მოვიდნენ, შეთამაშება აკლიათ და სასურველ ფორმაში ჯერ არ არიანო, თითქოს მე ან ვინმე სხვას უნდა ეზრუნა "ტორპედოზე". მანამდე სად იყავით?
გულშემატკივარი
21 ივლისი 2018 11:24
2
მწრთვნელს როგორ ჩამოეყვანა კი მაგრამ ლეგიონერი?
კოტე
22 ივლისი 2018 02:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული