ამ დაპირისპირებამ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. გაირკვა, თუ ვინ იქნება ამ წყვილში საუკეთესოს შემდეგი მეტოქე. ეს იქნება "რეინჯერსსა" და "ოსიეკს" შორის გამარჯვებული. ამ წყვილში ფავორიტებად შოტლანდიელები ითვლებიან და მათ "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი წვრთნის. ვიმედოვნებთ, რომ სოსო ფრუიძისა და სტივენ ჯერარდის დაპირისპირებას მესამე ეტაპზე ვიხილავთ.
საჩხერის "ჩიხურას" მეტოქეთა წყვილი
"ჩიხურა" - სენსაციების მჭედელი
იმერლებს გაცილებით რთულად აქვს საქმე, ვიდრე ეს "ბეითართან" შემთხვევაში იყო. მეტოქე ბევრად ძლიერია და უკეთესი შემსრულებლებიც ჰყავს. "ჩიხურა", თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაძლიერებას ვერ ახერხებს. როგორც სოსო ფრუიძემ თქვა, სთხოვეს რამდენიმე ქართულ გუნდს, ფეხბურთელები ეთხოვებინათ, თუმცა მათ უარი მიიღეს.
როგორც ფრუიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, მან შეისწავლა მეტოქე და იცის მათი შესაძლებლობები. მას აქვს გარკვეული გეგმები მეტოქეთა შესაჩერებლად და ყველაფერი მისი შეგირდების მიერ დავალების პირნათლად შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, მოხარულია იმითაც, რომ სლოვენიელები ფავორიტებად ითვლებიან და ეს გუნდს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს.
სოსო ფრუიძე: ძალიან კარგია რომ "მარიბორი" თავს ფავორიტად თვლის
საჩხერელთა შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, წინა თამაშის გმირი ლევან კაკუბავა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. ამ შეხვედრაში "ჩიხურას" უკანა ხაზს გაცილებით მეტი საქმე ექნება და ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაში მართებთ, რადგან სლოვენიელებს საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ყველა მომენტს გამოიყენებენ.
ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგის შესარჩევამდე
ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ "მარიბორიდან" დაახლოებით 15-მდე ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ძირითად ნაწილს სათადარიგო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ. ამჟამად კლუბის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 12,35 მილიონ ევროს შეადგენს. "ჩიხურას" ღირებულება 3,05 მილიონია.
კლუბში 7 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. აგრეთვე, შემადგენლობაში 13 ლეგიონერი ჰყავთ.
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 22 წლის ფორვარდი ლუკა ზაჰოვიჩია, რომლის ფასი 1.10 მილიონი ევროა. ის კლუბის ბომბარდირიცაა, სლოვენიის ჩემპიონატში წინა სეზონში 25 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
გამორჩეულია 34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მარკოს ტავარესიც, რომელიც გუნდის კაპიტანიც არის. მან წინა სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და შესარჩევში. ერთი გოლის გატანაც ამ სეზონში"პარტიზანთან" შეხვედრაში მოასწრო.
რაც შეეხება ტრანსფერებს, კლუბმა ამ ზაფხულს სამი ფეხბურთელი შეიძინა. მთავარი შენაძენი ბოსნიელი მეკარე კენან პირიჩია, რომელიც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია და მთავარ მეკარეობას 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი განაგრძობს.
"მარიბორის" თავკაცი: ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ გამარჯვებაზე
"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე
მსაჯები
შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - კევინ ბლომი, დამხმარე მსაჯები - რობ ვან დე ვენი და ჩარლ შაპი. მეოთხე მსაჯი - სიემენ მულდერი.
მოლოდინი
საჩხერელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა შეხვდათ, მაგრამ ეს მათთვის უკეთესიცაა, რადგან მათ დასაკარგი არაფერი არა აქვთ და ყველა მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებიან. ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული განთესილი იქნებოდა და სუსტი მეტოქე შეხვდებოდა, მაგრამ "რეინჯერსი" ამოვიდა და სისუსტეზე საუბარი ზედმეტია. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად იმერლების ჯოკერი და რითი გავაოცებთ სლოვენიელებს.
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე