სოსო ფრუიძე: ძალიან კარგია რომ "მარიბორი" თავს ფავორიტად თვლის

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურასა" და "მარიბორის" დაპირისპირების წინ, საჩხერელთა თავკაცმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

- ვნახე "მარიბორის" ბოლო რამდენიმე თამაში, დავაკვირდი მეტოქის ფეხბურთელებს, გვაქვს ფედერაციის მიერ მოცემული პროგრამა "ვაისკაუტი", რომელიც ძალიან დაგვეხმარა .

"ბეითარზე" ბევრად ორგანიზებული გუნდია, ჰყავს ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე დაუგროვდათ საკმარისი საერთაშორისო გამოცდილება. ხვალ გამოჩნდება რას დავუპირისპირებთ.

ფეხბურთელებში ეიფორიაზე საუბარი ზედმედია, ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ საფეხბურთო ქვეყნებისთვის პირველი ეტაპის გავლა პრობლემა არაა. არის ვარიანტი, რომ წინ წავიწიოთ, ამისთვის საჭიროა ის დავალებები შევასრულოთ, რაც წინა პლანზე წარმოჩინდება მომავალ
შეხვედრაში.

ძალიან კარგია, რომ "მარიბორი" თავს ფავორიტად თვლის, ეს სასიხარულო ფაქტია. მეტოქეს  უკეთესი შემსრულებლები უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე "ბეითარს". აქვთ ორი მიმართულება შეტევის: ფლანგებიდან და ცენტრალური ნახევარმცველების მეშვეობით, თუ რას დავუპირისპირებთ ამაზე ვერ ვისაუბრებ. მათ გუნდში ფეხბურთელთა მრავალფეროვნებაა და საერთო ჯამში დიდ ხიფათს წარმოადგენენ.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ პირველი ეტაპის გავლის შემდეგ აჟიოტაჟია გულშემატკივრებში, იმედი მაქვს, რომ ხვალ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა. 

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე






alt"მარიბორის" თავკაცი: ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ გამარჯვებაზე



მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველანი სტადიონზეეეეეეეეე
შიო
08:51 26-07-2018
0

სიახლეები პოპულარული