"ჩიხურა", გუნდი-სიურპრიზი - რეალურად შევხედოთ, ინტერნეტში გვიხარია, სტადიონზე კი არ მივდივართ

AutoSharing Option
ქართული გუნდებიდან ევროტურნირების პირველ ეტაპზე მხოლოდ საჩხერის "ჩიხურამ" შეძლო გამარჯვება.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა იმ "ბეითარს" სძლიეს, რომლის ბიუჯეტიც იმერულ კლუბთან შედარებით გაცილებით დიდია და დაიწერა უამრავი მხარდამჭერი წერილი თუ კომენტარი, ხოლო საქმე-საქმეზე როდესაც მიდგა, "მარიბორთან" მატჩზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოდენ 800 გულშემატკივარი (!) მივიდა.

ანუ, ფაქტობრივად, გუნდი გავწირეთ. მან საკუთარზე კი არა, არამედ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. და საკითხავია, როდესაც საქართველოში კლუბები ტელეტრანსლაციებიდან პრაქტიკულად ფულს ვერ იღებენ, როდესაც რეკლამა არ არსებობს, ხალხი სტადიონზე არ მიდის
და შესაბამისად, ბილეთებიც არ იყიდება და შემოსავალი არ არსებობს, როგორ არსებობენ, როგორ სულდგმულობენ?

არადა, ეს გუნდი აშკარად უკეთეს თანადგომას იმსახურებს, რამეთუ თავდადებულია, ბოლომდე იხარჯება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი საუკეთესო შემადგენლობა არა ჰყავს. არც სათადარიგოთა სკამი აქვს გრძელი და რასაც ახერხებს, ნამდვილი სპორტული გმირობაა. მისი მეტოქე კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა და აი, ასეთ მოწინააღმდეგეს შეეჭიდნენ საჩხერელები. ტოლიც არაფერში დაუდეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავიანთი ფეხბურთელები სლოვენიურმა კლუბმა, ძირითადად, გამოუყენებელი მომენტების გამო, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ქართული გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა, კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და "ბეითარი" შემთხვევით სულაც არ დაუმარცხებია.

მათმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა თქვა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი ეს ძალიან ლამაზი თამაში იყო; ქართველები ტექნიკურები არიან და წინა მეტოქესთან, ალბანურ "პარტიზანთან" შედარებით, უფრო ორგანიზებულად თამაშობენ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ობიექტური შეფასებაა.

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

ფრუიძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქართულ ფეხბურთში, რომელიც გლობალურად აზროვნებს, გუნდს გუნდურად ათამაშებს და ამავე დროს, ფეხბურთელებს ინდივიდუალიზმის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, "ჩიხურა" შეცდომებსაც უშვებს, მეტადრე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც აქტიურმა ტავარესმა გაილაღა, მაგრამ რასაც ახერხებს, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. მარტო თავდადებით და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით თანამედროვე ფეხბურთში შორს ვერ წახვალ. ამ გუნდმა იცის, სინქრონულად როგორ იმოქმედოს, აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი, გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკურად განსწავლულია.

 

 

altსოსო ფრუიძე: ჩვენი დევიზია - ყველაფერი შესაძლებელია!

მართალი გითხრათ, გამაკვირვა ნამატჩევს ჩატარებულმა სოსო ფრუიძის პრესკონფერენციამ, მისმა სიტყვების მარაგმა. ეტყობა კაცს, რომ წიგნიერია, რაც ჩვენს კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ფეხბურთშიც დიდი იშვიათობაა. ლამის ფილოსოფიურად განმარტა ყველაფერი და შესანიშნავი პედაგოგიც ჩანს. იცის, რა შეუძლია მის კრებულს და რა შეუძლია მწირი შესაძლებლობიდან მიიღოს. სხვისი არ ვიცი და მე პირადად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია (ძველიც და ახალიც) სათანადოდ არ აფასებს, თორემ აქამდე რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს მაინც ანდობდნენ, მაგრამ ეტყობა, "არავის კაცი" არაა.

Sportall.Ge

რა შანსი აქვს "ჩიხურას" საპასუხო შეხვედრაში? პირველ რიგში, ისაა გასათვალისწინებელი, რომ "მარიბორს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლის გატანა ესაჭიროება. ამისათვის სულ სხვანაირად ითამაშებს, ამდენი კრიტიკის შემდეგ დებიუტშივე აქტიურად შეუტევს, სასტარტო შტურმის მოგერიება იქნება აუცილებელი და ეგებ სახიფათო კონტრშეტევის შანსიც გაუჩნდეთ საჩხერელებს.

"ბეითართან" იერუსალიმური მატჩის წინ ფრუიძემ ბრძანა, რომ მეტოქეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოიყენებდა. გამოიყენა კიდეც. გუშინ კი მილანიჩმა დაახლოებით იგივე თქვა:

"დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით და მისი სუსტი წერტილები
დავინახეთ. ახლა ვეცდებით, საშინაო შეხვედრაში ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ და მოვიგოთ".

რა თქმა უნდა, სლოვენიური გუნდის თამაში ფრუიძემაც გაშიფრა და თავისი კონკრეტული და მიზანმიმართული გეგმაც ექნება.

ბუნებრივია, ბევრი რამ გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს სლოვენიაში შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში "ჩიხურა" ქების ღირსია და ეს პირადად ჩემთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც გუნდი-სიურპრიზი, გუნდი-აღმოჩენაა.

მიდი, "ჩიხურა"! მიდი!

 

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

alt"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეგ ერთი სულიერის ბრალია რატომ უნდა ატარებდეს ჩიხურა თამაშს თბილისში აეშენებინა 5000 კაცზე უეფას სტანსარტების სტადიონი არ შეიძლებოდა?
912
27 ივლისი 2018 14:16
4
მხოლოდ და მხოლოდ ქება "ჩიხურას"... თანაც, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ... 10 გუნდიან სისტემაზე გადასვლა ნელ-ნელა თავის შედეგს იძლევა... გულშემატკივრებო!!! მობრძანდით სტადიონზე... საქართველოს ჩემპიონატზე ბევრი კარგი თამაშია!!!
tngh
27 ივლისი 2018 14:02
2
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ წავედი სტადიონზე. თუმცა ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ!!! მე ჩემსას ვიძახი და გავაკეთებ და თქვენ თქვენი თქვით და გააკეთეთ.
svani!
27 ივლისი 2018 14:00
1
დაცვის ფლანგებზე გვიჭირს და მოულოდნელად მეკარე აგვინერვიულდა.ფიზიკაშიც გაგვიჭირდა,თუმვა მათაც გაუჭირდათ.თუ ფლანგები გადავკეტეთ და დაცვაში არ ჩავჯექით,საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს,უფრო დაბალ ტემპერატურაზე მე მგონი ფიზიკურადაც გავუძლებთ
სოსო
27 ივლისი 2018 13:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული