"ჩიხურა", გუნდი-სიურპრიზი - რეალურად შევხედოთ, ინტერნეტში გვიხარია, სტადიონზე კი არ მივდივართ

AutoSharing Option
ქართული გუნდებიდან ევროტურნირების პირველ ეტაპზე მხოლოდ საჩხერის "ჩიხურამ" შეძლო გამარჯვება.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა იმ "ბეითარს" სძლიეს, რომლის ბიუჯეტიც იმერულ კლუბთან შედარებით გაცილებით დიდია და დაიწერა უამრავი მხარდამჭერი წერილი თუ კომენტარი, ხოლო საქმე-საქმეზე როდესაც მიდგა, "მარიბორთან" მატჩზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოდენ 800 გულშემატკივარი (!) მივიდა.

ანუ, ფაქტობრივად, გუნდი გავწირეთ. მან საკუთარზე კი არა, არამედ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. და საკითხავია, როდესაც საქართველოში კლუბები ტელეტრანსლაციებიდან პრაქტიკულად ფულს ვერ იღებენ, როდესაც რეკლამა არ არსებობს, ხალხი სტადიონზე არ მიდის
და შესაბამისად, ბილეთებიც არ იყიდება და შემოსავალი არ არსებობს, როგორ არსებობენ, როგორ სულდგმულობენ?

არადა, ეს გუნდი აშკარად უკეთეს თანადგომას იმსახურებს, რამეთუ თავდადებულია, ბოლომდე იხარჯება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი საუკეთესო შემადგენლობა არა ჰყავს. არც სათადარიგოთა სკამი აქვს გრძელი და რასაც ახერხებს, ნამდვილი სპორტული გმირობაა. მისი მეტოქე კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა და აი, ასეთ მოწინააღმდეგეს შეეჭიდნენ საჩხერელები. ტოლიც არაფერში დაუდეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავიანთი ფეხბურთელები სლოვენიურმა კლუბმა, ძირითადად, გამოუყენებელი მომენტების გამო, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ქართული გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა, კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და "ბეითარი" შემთხვევით სულაც არ დაუმარცხებია.

მათმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა თქვა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი ეს ძალიან ლამაზი თამაში იყო; ქართველები ტექნიკურები არიან და წინა მეტოქესთან, ალბანურ "პარტიზანთან" შედარებით, უფრო ორგანიზებულად თამაშობენ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ობიექტური შეფასებაა.

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

ფრუიძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქართულ ფეხბურთში, რომელიც გლობალურად აზროვნებს, გუნდს გუნდურად ათამაშებს და ამავე დროს, ფეხბურთელებს ინდივიდუალიზმის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, "ჩიხურა" შეცდომებსაც უშვებს, მეტადრე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც აქტიურმა ტავარესმა გაილაღა, მაგრამ რასაც ახერხებს, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. მარტო თავდადებით და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით თანამედროვე ფეხბურთში შორს ვერ წახვალ. ამ გუნდმა იცის, სინქრონულად როგორ იმოქმედოს, აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი, გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკურად განსწავლულია.

 

 

altსოსო ფრუიძე: ჩვენი დევიზია - ყველაფერი შესაძლებელია!

მართალი გითხრათ, გამაკვირვა ნამატჩევს ჩატარებულმა სოსო ფრუიძის პრესკონფერენციამ, მისმა სიტყვების მარაგმა. ეტყობა კაცს, რომ წიგნიერია, რაც ჩვენს კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ფეხბურთშიც დიდი იშვიათობაა. ლამის ფილოსოფიურად განმარტა ყველაფერი და შესანიშნავი პედაგოგიც ჩანს. იცის, რა შეუძლია მის კრებულს და რა შეუძლია მწირი შესაძლებლობიდან მიიღოს. სხვისი არ ვიცი და მე პირადად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია (ძველიც და ახალიც) სათანადოდ არ აფასებს, თორემ აქამდე რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს მაინც ანდობდნენ, მაგრამ ეტყობა, "არავის კაცი" არაა.

Sportall.Ge

რა შანსი აქვს "ჩიხურას" საპასუხო შეხვედრაში? პირველ რიგში, ისაა გასათვალისწინებელი, რომ "მარიბორს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლის გატანა ესაჭიროება. ამისათვის სულ სხვანაირად ითამაშებს, ამდენი კრიტიკის შემდეგ დებიუტშივე აქტიურად შეუტევს, სასტარტო შტურმის მოგერიება იქნება აუცილებელი და ეგებ სახიფათო კონტრშეტევის შანსიც გაუჩნდეთ საჩხერელებს.

"ბეითართან" იერუსალიმური მატჩის წინ ფრუიძემ ბრძანა, რომ მეტოქეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოიყენებდა. გამოიყენა კიდეც. გუშინ კი მილანიჩმა დაახლოებით იგივე თქვა:

"დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით და მისი სუსტი წერტილები
დავინახეთ. ახლა ვეცდებით, საშინაო შეხვედრაში ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ და მოვიგოთ".

რა თქმა უნდა, სლოვენიური გუნდის თამაში ფრუიძემაც გაშიფრა და თავისი კონკრეტული და მიზანმიმართული გეგმაც ექნება.

ბუნებრივია, ბევრი რამ გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს სლოვენიაში შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში "ჩიხურა" ქების ღირსია და ეს პირადად ჩემთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც გუნდი-სიურპრიზი, გუნდი-აღმოჩენაა.

მიდი, "ჩიხურა"! მიდი!

 

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

alt"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

მკითხველის კომენტარები / 27 /
საჩხერის ჩიხურას თამაშებზე უნდა იარონ მათმა გულშემატკივრებმა. მე თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ და მათგან მეყოფა ნერვების წყვეტა.
mvx
31 ივლისი 2018 10:15
1
თვლა მაინც იცოდეთ 800 არა 20 იყო 20 თითქმის 5000 კაცი იყო სტადიონზე გაყიდული ბილეთები იყო 4732 ოფიციალური ინფორმაციაა.
avto
29 ივლისი 2018 13:27
0
სტადიონი რო არ გაივსო, ძალიან სირცხვილია, ნამდვილი გულშემატკივარი უნდა ამდგარიყო დაწასულიყო, თბილისში ნამდვილად ცხოვრობს იმდენი ამდამიანი , რო ლოკომოტივის შევსება , წელიწადში ერთხელ თუნდაც არ უნდა გვიჭირდეს,,, აბა მიშას და ბიძოს მიტინგი იყოს სულ ქართული დროშებით გადაიტენებოდა მთელი ტრიბუნა... მაგრამ ჩემი აზრით მგონია მაგ თამაშეზე მარტო ის ხალხი იყო ვინც აქ კომენტარებს აკეთებს,,, დანარჩენებს უბრალოდ აღარ აინტერესებს
Vasili
28 ივლისი 2018 11:29
0
სათადარიგო ფეხბურთელები ბუხაიძე,იონანიძე,ჩიხლაძე,შემტევი ფეხბურთელები არიან გოლის გატანა შეუძლიათ, უნდა ენდოს სოსო ,განმეორებით გოლის გატანაა აუცილებელი.წარმატებები
kutaiseli....
28 ივლისი 2018 10:25
0
ემიგრანტო ჩიხურას დაყავს თავის ხალხი ყველგან..ნეტა მოდიოდნენ თორე
საჩხერელი
28 ივლისი 2018 10:17
0
Statiis avtoro xelt gecifeba tundac is rom sachxeris deputats gamgebels rom mimarto tundac transporti rom gamouyon gulshematkivars da chamoiyvanon tb-shi stadionamde da isev daabrunon ukan xolme mercmunet rom bevri adamiani chamova da miva stadionze xalxs uyvars fexburti mara erti tamashi 20-30lari rom ujdebat mgavroba biletebi ukve tavs ikaveben kiarada ar aqvs umetesobas magdeni fuli yvelam kargad vicit glexis shemosavali da ravici tu daukavshirdebit da mag ideas miacvdit sachxeris gamgebels kargi iqneba imasac gaigebs xalxi daudgeba tu ara gverdshi gulshematkivars ... zura jafaridzem daafinansa bolnisis gulshematkivari tasis finalshi rom gavida lokomotivze chatarda da mashin dinamoze meti gulshematkivari sions yavda .
Emigranti
27 ივლისი 2018 17:59
3
კაკრების მწვრთნელად ფრუიძე???თუნდაც ასაკობრივის?ეგხომსისულელეა...ჩვენთან ნებისმიერ ნაკრებში :ალო ხოიცი ის ჩემიანიას პრინციპით ხვდება უმეტესი და ასი ფრუიძეც რომ იყოს ერთად,სანამ ალო ჩენმიანია არ მორჩება სულ ეს შედეგი იქნება....ფრუიძეს და ჩიხურასწარმატებები მინდა უსურვო....
euhh
27 ივლისი 2018 17:48
3
მარტალია იმსახურებდა სავსე სტადიონს. მეც არ ვკოპილვარ და მიტყდება. უნდა ცავსულიკავი. იმედია გაცდება მარიბორს და აუცილებლად ცავალ და არა მარტო მე
levani
27 ივლისი 2018 17:19
0
თუ ჩიხურა გასცდა მარიბორს რეინჯერსთან მოვალ უკვე! მართალია პატარა გამონათებები აქვს ქართულ გუნდებს მაგრამ ეს გამონათება გამონათებადვე რჩება! თუ ჩიხურა შემდეგ ეტაპზე გავიდა უკვე აუცილებლად მოვალ სტადიონზე!
ara
27 ივლისი 2018 17:15
6
ტყუილია, მინიმუმ 4000 კაცი იყო სტადიონზე
ჩიხურა
27 ივლისი 2018 16:44
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული