ფოტოისტორია - როცა "ჩიხურა" მეტოქეს მოედანზე ეჭიდებოდა...

AutoSharing Option
26 ივლისს ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "მარიბორი" დაუპირისპირდნენ. პირველი თბილისური დაპირისპირება 0:0 მორჩა.

სანამ ჩვენ ქართული გუნდების გამოსვლას ვუყურებდით ევროთასებზე, ამავდროულად, კიდევ ერთი დაპირისპირება შედგა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც "მარიბორისა" და თბილისის "დინამოს" ფანკლუბების წევრთა ჩუბია ასახული.

გთავაზობთ ფოტოსთან არსებულ ტექსტს უცვლელად:

პირველი ჩხუბი საქართველოში შედგა!
დინამო (თბილისი) - მარიბორი (სლოვენია)
ჩხუბი შედგა 4X4-ზე
შავ მაისურებში "მარიბორი" - მაისურის გარეშე "დინამო თბილისი"!
ჩხუბი მიმდინარეობდა 1 წუთი და 2 წამი
გამარჯვებული "მარიბორი" დარჩა!

როგორც ფოტოდან და ტექსტიდან ჩანს, დაპირისპირება დაგეგმილი
იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩხუბი სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ფანკლუბს შორის ადრეც გამართულა. მაშინაც დაპირისპირება დაგეგმილი იყო.

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან ცუდია,რომ ჩხუბობენ,მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა იჩხუბონ,ისევ ასეთი ჩხუბი სჯობია,კაცური,დანის და ქვის გარეშე,უბოროტო.ჩხუბის შემდეგ შერიგებით , ქეიფით და დამეგობრებით.ასე იქცეოდნენ ძველი ყოჩები და ალბათ ახლაც ასე იქნება.იმედია ასე იქნება.
სოსო
02 აგვისტო 2018 09:18
0
გაგვიშინაურენ ხომ წიხლ ქვეშ
ალექსანდრე
30 ივლისი 2018 20:47
0
მაქ ბიძიკო ყოფილი და მოქმედი პროფესიონალები ჩხუბობენ წონაზე კი არაა საქმე.
ნიკა
30 ივლისი 2018 17:59
0
"დაგეგმილი ჩხუბი" - ეს რა უბედურებაა, რა არის?!
___
30 ივლისი 2018 17:17
1
დინამო არც ამაში უქნია ღმერთს
შაკო
30 ივლისი 2018 16:05
0
ფეხბურთში კაი მაგრამ ჩხუბში კაცო?! ეტყობა ტრენერი არ გვივარგა.
cheroeli
30 ივლისი 2018 14:29
0
რა სასაცილოა ეს ყველაფერი და თან სატირალი.. რაში იხარჯება ჯანი და ღონე..
რიგითი გულშემატკივარი
30 ივლისი 2018 12:41
3
მორალი: ან ჩხუბი ისწავლეთ, ან ერთი ადგილი დააყენეთ..
მრჩეველი
30 ივლისი 2018 12:31
2
ან ჩხუბი ისწავლეთ, ან თამაში, ორივეგან წაგებული რომ არ გამოხვიდეთ :) (იმედი მაქვს ჩიხურა იყრის ჯავრს ფანკლუბის გალახვისთვის)
გიორგი
30 ივლისი 2018 14:32
1
ძაან დიდი წარმოდგენა გქონია შენ თავზე რჩევებს რომ იძლევი და თანაც მორალისტურს.
მრჩეველი-ს
30 ივლისი 2018 13:47
10
დინამოს ფანებს რა აჩხუბებდათ?
kix
30 ივლისი 2018 12:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული